ლედი გაგამ ინვალიდები შეურაცხყო

ლედი გაგამ ინვალიდები შეურაცხყო

პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა მორიგ სკანდალში გაეხვა. შესაძლოა, მის წარმატებულ კარიერას წერტილი დაესვას.

ეპატაჟურობასაც თავისი საზღვარი აქვს, თუმცა ლედი გაგამ ამ საზღვარს გადააბიჯა - ავსტრალიაში ტურნეს დროს ერთ-ერთ კონცერტზე მომღერალი სცენაზე ინვალიდის სავარძლით გამოვიდა და ამ შოკისმომგვრელი საქციელით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები შეურაცხყო.

"მე მას, როგორც შემოქმედს პატივს ვცემ, მაგრამ ინვალიდის სავარძლის მხატვრული მიზნებით გამოყენება დაუშვებელია, მით უფრო მილიონობით მაყურებლის წინაშე", - აცხადებს ინვალიდებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამა Life Rolls on Foundation-ის დამფუძნებლი ჯესი ბილოერი. ოდესღაც ბილოერი სერფერი იყო და ხერხემლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ინვალიდის სავრძელში აღმოჩნდა.

"ძალიან მინდა, ლედი გაგამ 5,6 მლნ პარალიზებული ამერიკელის ცხოვრების შესახებ მეტი შეიტყოს", - აღნიშნა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლედი გაგა ინვალიდის სავარძელს შოუ-ანტურაჟის სახით იყენებს. მას ერთ-ერთ კლიპშიც აქვს სავარძელი გამოყენებული.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება