სელმა ჰაიეკი: "10 წლის წინ ჩემი მკერდი უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ბედს არ ვუჩივი!"

სელმა ჰაიეკი: "10 წლის წინ ჩემი მკერდი უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ბედს არ ვუჩივი!"

მსახიობმა სელმა ჰაიეკმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ Allure-ის მოწყობილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ გრძნობს თავს 44 წლის ასაკში.

კითხვაზე, 10 წლის წინ მისი სხეულის რომელი ნაწილი გამოიყურებოდა ყველაზე ბრწყინვალედ, სელმა დაუფიქრებლად პასუხობს: "ჩემი მკერდი, მაგრამ მას ახლაც არა უშავს, ბედს არ ვუჩივი".

სელმამ ისიც გაიხსენა, როგორ აჭამა ძუძუ დამშეულ აფრიკელ ჩვილს. მაშინ ჰაიეკი სიერა-ლეონეში UNISEF-ის აქციის ფარგლებში საქველმოქმედო მისიით იყო ჩასული. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ გაბედა ამის გაკეთება, მსახიობმა უპასუხა: "თუ ბავშვებს შიათ, მათ უნდა აჭამო. ვფიქრობ, ეს მშვენიერია, რადგან დედობა ქალებს აერთიანებთ".

არც ისე დიდი ხნის წინ, მსახიობმა საკუთარი კოსმეტიკის ხაზი Nuance-ი გამოუშვა. სელმამ ისიც აღნიშნა, რომ ბებიამისის მადლიერია, რომელმაც თავის მოსავლელად ხალხური მედიცინის საშუალებები ასწავლა.

"ბებიამ ჩემი კანის მოვლა მაშინ დაიწყო, როცა 12-13 წლის ვიყავი. სახისთვის საპონი არასოდეს გამომიყენებია. ერთხელ ბებიამ თავი გადამპარსა და კვერცხის გული გადამისვა - მისი მადლობელი ვარ, ჩემი თმა მართლაც შესანიშნავად გამოიყურება”.

სელმამ ასევე აღნიშნა, რომ ყოველ ქალს აქვს უფლება სილამაზის შესანარჩუნებლად იბრძოლოს და თუ ერთადერთი გამოსავალი პლასტიკური ქირურგიაა, ამაზე უარი არ უნდა თქვას.

"მთავარია ექიმი მეტისმეტად "მონდომებული" არ გამოდგეს. გადაჭიმული კანი თაობის უნიფორმას წააგავს. აბსოლუტურად გადატკეცილი სახე ულამაზოა", - ამბობს ვარსკვლავი.

მომზადებულია Eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება