აშშ-ის სკოლაში უგებით სიარული აკრძალეს

აშშ-ის სკოლაში უგებით სიარული აკრძალეს

აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს უგებით სიარული აუკრძალეს. აკრძალვის მიზეზი მოსწავლეების მიერ ფეხსაცმელში მობილური ტელეფონების და სხვა მოწყობილობების დამალვის ხშირი შემთხვევებია.  უგები ზამთრის ფეხსაცმელია რბილი გარსით და ბრტყელი ძირით.

უჩვეულო აკრძალვა თავში პენსილვანიის შტატის "Pottsdam Middlel"-ის სკოლის ხელმძღვანელობას მოუვიდა. სასწავლო დაწესებულებაში მობილური ტელეფონის გამოყენება მეცადინეობების დროს იკრძალება, მაგრამ სკოლის მოსწავლეები წესებს ხშირად არღვევდნენ და ტელეფონს სოციალურ ქსელებში საუბრისთვის ჩუმად იყენებდნენ. სკოლის მოსწავლეების უმეტესობა მობილურ ტელეფონებს სწორედ ფეხსაცმლით ატარებდა.

მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობამ ისეთი ფეხსაცმლის ტარებაზე, რომელსაც ზედა ნაწილი განიერი აქვს, აკრძალვა დააწესა. მშობლები და მოსწავლები უკამაყოფილონი არიან. "ეს იგივეა, რაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვა", - მიიჩნევენ ისინი. 

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს