გორის გამგეობამ მოსახლეობიდან ახალი ჯიპები შეიძინა

გორის გამგეობამ მოსახლეობიდან ახალი ჯიპები შეიძინა

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი ჯიპები შეიძინა. გორში, ჭანტურიას 34-ში მცხოვრებმა ვლადიმერ ჭუხულაძემ საკუთარი მანქანა 13 500 ლარად მიჰყიდა მუნიციპალიტეტს. აშშ-ის წარმოების 7-ადგილიან და კომფორტულ წითელი ფერის ,,ლენდ როვერ დისქავერს" 143 000 კმ აქვს გავლილი. 

გორის გამგეობას შესთავაზა საკუთარი ავტომობილი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებმა ჯემალ ზაუტაშვილმა. მუნიციპალიტი 2003 წელს გამოშვებულ 6-ცილინდრიან ,,მერსედესს” ML350"-ში 24 000 ლარს  იხდის. მანქანა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის შემდეგ გორში იქნება.

რომელი ჩინოვნიკები ისარგებლებენ ახალშეძენილი ჯიპებით, ჯერჯერობით უცნობია...

(სრული ვერსია იხილეთ აქ)

იხილეთ ასევე (სრული ვერსია)

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა