ეკატერინე დიდის ეროტიკული სავარძელი

ეკატერინე დიდის ეროტიკული სავარძელი

მოსკოვის ეროტიკული ხელოვნების მუზეუმში Точка G-ში იმპერატორ ეკატერინე მეორის სამეფო სავარძელი გამოფინეს. ამ ეროტიკული "სათამაშოს" იდეა - ხის ფალოსი სავარძლის საჯდომშია დამონტაჟებული.

მუზეუმმა სამეფო ტახტი ორიგინალის მიხედვით აღადგინა. მაამებელი სავარძლის ესკიზები იმპერატორის პირად აპარტამენტებში, გოლოვინის სასახლეში აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ ნახაზებზე პროექტის ავტორის სახელი არ იყო მითითებული, თუმცა, ეპოქა, რომელშიც სავარძელი შეიქმნა სექსუალური ემანსიპაციით იყო ცნობილი.

სავარძელი საიმპერატორო ტახტის რეპლიკაციას წარმოადგენს, რომელსაც რუსეთის იმპერიის გერბი და ლომის ფეხები ამშვენებს. საჯდომის ცენტრში ხის ფალოსია განთავსებული, რომელიც სავარძლის ზურგში ჩამონტაჟებულ სპეციალურ მექანიზმს მოქმედებაში მოყავდა. მოწყობილობა ხელით ფრეილინებს უნდა ეტრიალებინათ.

როგორც ცნობილია, იმპერატორი ავხორცობით გამოირჩეოდა. სხვადასხვა დროს მისი უდიდებულესობა ისეთ ღირსეულ მამაკაცებს უყვარდათ, როგორებიც იყვნენ ორლოვი, პოტიომკინი და ზავადოვსკი, თუმცა, ეკატერინე ყველა მათგანს დაშორდა. ხოლო, როცა ჰორიზონტზე ახალი ფავორიტი არ ჩანდა, იმპერატორი თავს ეროტიკული სავარძლით იკმაყოფილებდა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს