"Apple"-ის უძველესი კომპიუტერი 100 000 დოლარად იყიდება

"Apple"-ის უძველესი კომპიუტერი 100 000 დოლარად იყიდება

კომპანია "Apple"-ის ახალი პროდუქტი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის ამ ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლის წყარო. "Apple"-ს გასაყიდად ძველი, უკვე ისტორიად ქცეული პროდუქცია გამოაქვს, რომელსაც კომპანიისთვის არანაკლები შემოსავალი მოაქვს.

ინტერნეტ აუქციონ eBay-ზე "Apple"-ის ერთ-ერთი პირველი "Twiggy"-ის კომპიუტერი გამოჩნდა, რომლის ფასი 100 000 აშშ დოლარია.

თავის დროზე ამ კომპიუტერის რეალიზება გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა, მისი ზოგიერთი ნაწილი კომპანია" SONY"-ს პროდუქტით შეცვალეს, თუმცა ახლა აუცქიონზე ამ ლოტს დიდი გამოხმაურება მოყვა. ამ კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება სულ რაღაც,18 KB -ია.

ძველი კომპიუტერი აუქციონზე თავისი აქსესუარებით არის გამოტანილი. მას მოყვება ძველი მაუსი, კლავიატურა და კომპიუტერის სიძველის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მიუხედავად იმისა, რომ "Twiggy"-ის კომპიუტერი ჩვეულებრივ ფუნქციონირებს, ის საკოლექციო ნივთი უფროა, ვიდრე რეალურად გამოსადეგი პროდუქტი.

მომზადებულია bornrich.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)