ტანმოვარჯიშე სელმა ჰაიეკი მამამ ოლიმპიურ თამაშებზე არ გაუშვა

ტანმოვარჯიშე სელმა ჰაიეკი მამამ ოლიმპიურ თამაშებზე არ გაუშვა

მსახიობი სელმა ჰაიეკი ბავშვობაში ტანმოვარჯიშე იყო და ოლიმპიადაში მონაწილეობასაც გეგმავდა. ვარსკვლავი showbizspy- სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას ოცნებები მამამ დაუნგრია. მექსიკურმა გუნდმა ოლიმპიადაზე მისი გაგზავნა ქვეყნის სახელით გადაწყვიტა. თუმცა მამამ ქალიშვილს სასტიკი უარი უთხრა.

"ჩემპიონატისთვის მთელი მონდომებით ვემზადებოდი. ოლიმპიური გუნდის წევრობა ჩემთვის პატივი იყო. სხვა ქალაქში ტანმოვარჯიშეებთან ერთად სკოლა პანსიონში უნდა მეცხოვრა. დღეში 7 საათი მევარჯიშა. თუმცა, ეს ჩემთვის ყველაზე დიდ აუსრულებელ ოცნებად იქცა. მამას სურდა, რომ ნორმალური ბავშვობა მქონოდა და ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად მეთამაშა, მაგრამ მაშინ ტანვარჯიში ჩემთვის ნამდვილი სამოთხე იყო. ახლანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, ასე იყო საჭირო, რადგან მსახიობი ვერ გავხდებოდი", - განაცხადა სელმამ showbizspy-სთან საუბარში.

როგორც სელმა ამბობს, დღეს უკვე ძალიან გაზარმაცდა და სპორტდარბაზში მისვლაც კი არ სურს.

"მიყვარს ცეკვა, მაგრამ სულ ვმუშაობ. როდესაც 40 წლის გახდები და შვილს გააჩენ, სიყმაწვილის ჩვევები უნდა დაივიწყო. მსგავსი გართობა მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებისთვისაა", - განაცხადა ვარსკვლავმა.

მომზადებულია showbizspy.com- ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება