მოგეხსენებათ, საქართველოში სერიალების ბუმია და ყველა მათგანი დიდ სიყვარულზე მოგვითხრობს და ინტიმური სცენებითაც მდიდარია. ჩემი მეზობელი ლამარა, რომელიც ახლა 80 წლისაა, სერიალების დიდი მოყვარულია და ერთხელ გულისწუხილი გამანდო: - იცი, გოგო, ტუჩებში კოცნა სულ არ ყოფილა სირცხვილი;
მე მეგონა, მარტო ცუდი ყოფაქცევის ქალების ქცევა იყო; ტუჩებში ქმარს რავა ვაკოცნინებდი და ამიტომ დარბოდა ჩემი ქმარი ქალებში; ახლა დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ფოხანსაც არ ჩავიცვამდი საწოლშიო. ბევრი ვიცინე ამ ამბავზე და ვუთხარი, ახლაც შეგიძლია ტუჩებში კოცნა-მეთქი. - ეჰ, ახლა იმას აღარ შეუძლია და არც უნდაო, - გულდაწყვეტით შემომჩივლა.
გერასიმე.