ჩახუტება პროფესია გახდა

ჩახუტება პროფესია გახდა

როჩესტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ჟაკლინმა, რომელიც ნიუ-იორკის ჩრდილოეთით ცხოვრობს, ახალი პროფესია მოიგონა. ის "ჩამხუტებლად" მუშაობს, ანუ ფულის სანაცვლოდ მარტოსულ ადამიანებს ეხუტება.

ეს ბიზნესი ჟაკლინმა ზაფხულში წამოიწყო, თუმცა დიდი მოთხოვნის გამო მეორე "ჩამხუტებლის" დაქირავებაც კი მოუხდა. კლიენტებს ჟაკლინი საკუთარ მყუდრო ბინაში იღებს და ფულის სანაცვლოდ ეხუტება.

"ვფიქრობ, რომ ჩემი ბიზნესის პოპულარობა ერთი რამითაა გამოწვეული - ადამიანებს სურთ, გვერდით ჰყავდეთ ისეთი ვინმე, ვისთან შეხებითაც გამხნევდებიან", - აცხადებს ჟაკლინი.

გოგონამ კლიენტებისთვის წესებიც შემოიღო, "სეანსის" დაწყებამდე შხაპი უნდა მიიღონ და აუცილებლად უნდა ეცვათ.

ჩახუტების მსურველთა რიგებში არიან როგორც მამაკაცები, ისე - ქალები. მათი ასაკი 21დან 84 წლამდე მერყეობს. ამ მომსახურების საფასური საათში 60 დოლარია.

გოგონა ხალხს ფულის სანაცვლოდ ეხუტება

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს