ლედი გაგამ მედვედევს გეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ლედი გაგამ მედვედევს გეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს გეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

ლედი გაგას მადლიერება დიმიტრი მედვედევის რუსული ტელეარხების ჟურნალისტებისთვის 7 დეკემბერს მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია. ინტერვიუს დროს ტელეარხ "Дождь"-ის მაყურებელმა, რომელმაც "ედინაია როსიას" პრესსამსახურის თანამშრომლად და ჰომოსექსუალად წარმოადგინა თავი, პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, რა საჭიროა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა.

მედვედევმა განაცხადა, რომ "ყველა ქცევითი ჩვევა კანონმდებლობად არ უნდა ვაქციოთ, რადგან ადამიანებს შორის ყველა ურთიერთობა კანონით რეგულირებას არ ექვემდებარება".

მოგვიანებით პარტია "ედინაია როსიას" გენერალური საბჭოს მდივანმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა, რომ ადამიანი, რომლის სახელითაც კითხვა დაისვა, არ არსებობს, რადგან პარტიის პრესსამსახურში მხოლოდ ქალები მუშაობენ. გარდა ამისა, "ედინაია როსიას" Twitter-ის გვერდზე ჩანაწერი გაჩნდა, რომელშიც პარტიის პრესსამსახურმა ტელეარხ "Дождь"-ის ხუმრობა დააფასა და კოლეგებს რეკლამისთვის მადლობა გადაუხადა.

ლედი გაგა ალბომ "Born This Way" მხარდასაჭერ ორ კონცერტს რუსეთში გამართავს. 9 დეკემბერს იგი სანკტ-პეტერბურგში, 12 დეკემბერს კი მოსკოვში გამოვა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება