გოგონამ საკუთარი მკერდი სარეკლამო ბილბორდად აქცია

გოგონამ საკუთარი მკერდი სარეკლამო ბილბორდად აქცია

ჩეხმა გოგონამ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ორიგინალურ ხერხს მიაგნო - მოკრძალებული თანხის გადახდის შემდეგ მისი მკერდი ნებისმიერი მსურველისთვის სარეკლამო ბილბორდად იქცევა. დამკვეთს მკერდზე სხვადასხვა სახის განცხადების დაწერა შეუძლია.

საკუთარ ვინაობას გოგონა არ ამხელს, თუმცა ბიზნესის საიდუმლოს შესახებ დეტალურად საუბრობს.

"თავიდან საკუთარი განცხადება ერთ-ერთ ჩეხურ საიტზე განვათავსე, სადაც ჩემი შეთავაზება სწრაფად აიტაცეს. შემდეგ სოციალურ ქსელებს მივმართე - გამოხმაურება გაცილებით მაღალი აღმოჩნდა. რეკლამის მიმართ ჩემი მიდგომა რამდენიმე წუთში 2000-მა ადამიანმა მოიწონა", - აცხადებს გოგონა.

განცხადებისთვის ამ ერთობ უჩვეულო ადგილის ღირებულება საკმაოდ მოკრძალებულია - დამკვეთს ცალი მკერდი 5 გირვანქა სტერლინგი დაუჯდება, მთელი გულმკერდის დაქირავება კი 9 გირვანქა სტერლინგი.

დამკვეთები გოგონას ტექსტებს უგზავნიან, სანაცვლოდ კი სასურველი "შიშველი ბილბორდის" მზა ფოტოს იღებენ.

"ფასისა და ხარისხის შესანიშნავი თანხვედრაა. თუმცა შემეძლო ანაზღაურება ორჯერ გამეზარდა, თუ განცხადების საკუთარი ხელით განთავსების საშუალება მექნებოდა", - ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი.

თავად გოგონას განცხადებით, კლიენტების დეფიციტს არ უჩივის.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს