მსოფლიოში ყველაზე დიდი კურდღელი

მსოფლიოში ყველაზე დიდი კურდღელი

მსოფლიოში ყველაზე მსუქანი კურდღელი სახელად რალფია, რომელიც 25 კილოს იწონის. ის ინგლისში, სასექსის საგრაფოში ცხოვრობს. რალფის პატრონი პოულინ გრანტი ამაყობს, რომ მისი პატარა კურდღელი 3 წლის ბავშვის წონისაა.

"ის მსუქანია, მაგრამ ჯანმრთელი. ერთადერთი პრობლემა ადამიანების გაცხოველებული ინტერესია, რომლებიც მის გარშემო იკრიბებიან და აკვირდებიან. გადავწყვიტე, დიეტა დავუნიშნო, მაგრამ დიდად არაფერი შეცვლილა. კილოგრამები არ აკლდება", - ამბობს პოულინი.

როგორც ჩანს, კურდღელს ჭარბი წონისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით ერგო. დედამისი ემიც ასეთი მსუქანი იყო და გინესის რეკორდების წიგნში "მსოფლიოში ყველაზე დიდი კურდღლის" სტატუსით შევიდა.

რალფის დაპურება ოჯახს კვირაში 50 გირვანქა სტერლინგი უჯდება. მისი დიეტა კომბოსტოს, კიტრისა და სტაფილოს მცირე ულუფისგან შედგება.

გრანტების ოჯახში ყოველთვის ბევრი ხალხია - სტუმრები უჩვეულო ზომის ცხოველს აკვირდებიან და მასთან სამახსოვრო ფოტოსურათებსაც იღებენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს