ამერიკელმა საკუთარ ძაღლს სვირინგი გაუკეთა

ამერიკელმა საკუთარ ძაღლს სვირინგი გაუკეთა

ჩრდილოეთ კაროლინის მკვიდრმა ერნესტო როდრიგესმა საკუთარი ძაღლს სვირინგი გაუკეთა. სვირინგი ოთხი წლის ამერიკულ ბულდოგ ჰერცოგინიას მუცელზე დაახატეს. ცხოველის პატრონის თქმით, ჰერცოგინიას ეძინა, ამიტომ ტკივილი არ უგრძვნია.

როდრიგესმა განაცხადა, რომ სვირინგი მის შინაურ ცხოველს სხვებისგან გამოარჩევს. ამერიკელი მეორე ძაღლის, ჰერცოგის გალამაზებასაც აპირებს. ერნესტოს თქმით, სვირინგი ძაღლს "ყოველი შემთხვევისთვის" გაუკეთა - თუ ის დაიკარგება, მისი იდენტიფიცირება მარტივი იქნება.

ჰერცოგინიას სვირინგის ფოტოები როდრიგესმა "ფეისბუქში" გამოაქვეყნა. ინტერნეტ-მომხმარებელთა უმრავლესობა ძაღლის პატრონს აკრიტიკებს და ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. თუმცა თავად როდრიგესი სვირინგს სისასტიკის გამოვლინებად არ მიიჩნევს. მისი აზრით, სვირინგი, ძაღლზეც კი, ხელოვნებაა.

მომზადებულია WGHP-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს