დაჩი გრძელიშვილი - "გეების გარეშე დარბეული გეების აქცია:))"

დაჩი გრძელიშვილი - "გეების გარეშე დარბეული გეების აქცია:))"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი დღევანდელ აქციას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"გეების გარეშე დარბეული გეების აქცია:))

თუ მაინცდამაინც, რამე უნდა დავწერო, დავწერ: პანტომიმური ერი ვართ ჩვენ. წარმოსახვაში გვწამს, წარმოსახულ მტერსა და საფრთხეებს ვებრძვით. ჩვენი მოწოდებაა, ნებისმიერი ხერხით, საკუთარ თავსა და გარემოს დავუმტკიცოთ, როგორი ყურცქვიტები და ნაცარები ვართ - პლატფორმას კი მნიშვნელობა არ აქვს. აი, ახლაც - ან როდის იყო, გეებს კუპრში ხარშავდნენ მასობრივად, რომ მათი მასობრივი აქციებით დაცვა ყოფილიყო საჭირო, ან პირიქით, სად გინახავთ გეების "მასირებული შემოტევა" ჩვენს უმწიკვლო ოჯახებზე, რომ მათან მასობრივი აქციით ერის დაცვის აუცილებლობა დამდგარიყო... შედეგი? - დაზარალდა ქვეყანა და ისეთი ხალხი, არც გეობასთან რომ არ აქვთ კავშირი და არც მრევლობასთან... მოკლედ, ან ძალიან სასაცილო და პოხონდრია ერი ვართ, ან ვიღაცას ძალიან უნდოდა, დღეს ბნელები და ფანატიკოსები გამოვსულიყავით. გამოვიდა? რავი, გეების გარეშე დარბეული გეების აქცია მე არ გამიგია და:)))

და კიდევ ერთი მოკძალებული შენიშვნა: აზრს ტაბურეტკებით და ქვებით არ აფიქსირებენ. აზრი ფიქსირდება სიტყვით", - წერს გრძელიშვილი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები