83 წლის კულტურისტმა, რეი მუნმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო. ჩემპიონატი ახლახან ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც მურმა კიბო დაამარცხა და გულის ავადმყოფობას გაუმკლავდა, ბოდიბილდინგის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ბრძოლა დაიწყო.
სამწუხაროდ, პლანეტის ყველაზე მხცოვან კულტურისტს არ გაუმარჯვია, მაგრამ საკუთარ კონკურენტებს დაუმტკიცა, რომ სულით ისევ ახალგაზრდაა, მისი ავტორუჯით დაფარული სხეული კი კვლავ ენერგიით არის სავსე. ჯილდო მუნს მაინც შეხვდა: მას, როგორც პლანეტის ყველაზე მხცოვან კულტურისტს, საპატიო სერთიფიკატი გადასცეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.