კევინ კოსტნერი გადასაღებ მოედანზე ტირანივით იქცევა

კევინ კოსტნერი გადასაღებ მოედანზე ტირანივით იქცევა

ჰოლივუდის მსახიობი კევინ კოსტნერი გადასაღებ მოედანზე ტირანივით იქცევა. ვარსკვლავი ახალ ფილმში - "Draft Day" მონაწილეობს. კევინი ამბობს, რომ კონცენტრაციისთვის სრული ჰარმონია სჭირდება, ამისთვის კი სამარისებულ სიჩუმეს მოითხოვს.

"ის ოპერატორს უყვიროდა და სცენარის კითხვისას პირობითი საზღვარი გაავლო - ყველა ვალდებული იყო, ეს საზღვარი დაეცვა და მასთან არ მისულიყო. თუ მოულოდნელად კამერის ჩართვის ხმას გაიგებს, ან მიკროფონით მომარჯვებულ ჟურნალისტს შენიშნავს, გადაღებას წყვეტს და ტერიტორიას ტოვებს. ყველაზე მეტად ვერ იტანს ადამიანებს, რომლებიც სცენარის კითხვას არ აცლიან და მის წინ უსაქმოდ ტრიალებენ", - წერს ვებსაიტი showbizspy.com.

ფილმის რეჟისორი ივან რაიტმენია. კევინს პარტნიორობას ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ გარნერი უწევს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება