ბაქრაძის გამოსვლას ხელი ახმეტაში "ტრანგალეტკის" დაქოქვით შეუშალეს

ბაქრაძის გამოსვლას ხელი ახმეტაში "ტრანგალეტკის" დაქოქვით შეუშალეს

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, ამომრჩევლებს ახმეტაში შეხვდა. შეხვედრის ჩაშლა ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის აქტივისტმა ბექა ონიაშვილმა მანქანის დაქოქვით სცადა. მან "ტრანგალეტკა" მაშინ დაქოქა, როცა ამომრჩევლები დავით ბაქრაძეს ესაუბრებოდნენ.

ბაქრაძის მხარდამჭერებმა ტრანსპორტის ხმაური პროვოკაციად შეაფასეს, ჯერ ტაში დაუკრეს, შემდეგ კი საქმის გარკვევა სცადეს და მამაკაცს მოსთხოვეს, ხმაური შეეწყვიტა. თუმცა ბექა ონიაშვილმა აღნიშნა, რომ ის ხელის შეშლას არავისთვის არ აპირებდა, ტრანსპორტი მწყობრიდან იყო გამოსული და აკეთებდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა