ქალს მშობიარობის შემდეგ წვერი ამოუვიდა

ქალს მშობიარობის შემდეგ წვერი ამოუვიდა

პენაჯაში (სოფელი ინდონეზიაში) მცხოვრებ 38 წლის აგუსტინა დორმანს მშობიარობის შემდეგ სახეზე თმა ამოუვიდა.

ჰორმონალური დარღვევის გამო, აგუსტინა ბოლო 19 წელია სახეს ჩადრის ქვეშ სირცხვილით მალავს. ქალმა თმის მოსაშორებლად ათასგვარი ხერხი სცადა, მაგრამ უშედეგოდ - უხეში წვერი ვერაფრით მოიშორა. ის აღიარებს, რომ 19 წელი ნამდვილ ჯოჯოხეთში გაატარა, რადგან მისი სახე რომ არ დაენახათ, აგუსტინა ყველგან ჩადრით დადიოდა.

თუმცა, საკუთარ თავთან დამალობანას თამაშმა ქალი ძალიან დაღალა და ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებაში გამოჩნენა გაბედა. მან ფოტოგრაფებს ფოტოს გადაღებისა და სხვადასხვა გამოცემებში დაბეჭდვის უფლება მისცა. აგუსტინას თქმით, ბოლო 19 წლის მანძილზე პირველად გაიარა სოფელში ჩადრის გარეშე. ქალი განიცდის, რომ მის პრობლემას თანასოფლელები არაფრად აგდებენ და შეურაცხმყოფელი შეძახილები ხშირად ესმის. ყველაზე მეტად კი შვილზე დარდობს, რადგან სახლში მუდამ ატირებული ბრუნდება - ბავშვს დედის გარეგნობის გამო თანაკლასელები დასცინიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს