როგორ შევარჩიოთ საქორწინო კაბა?

როგორ შევარჩიოთ საქორწინო კაბა?

საქორწინო კაბის ფერი

პირველი, რაც უნდა გადაწყვიტოს პატარძალმა, საქორწინო კაბის ფერია. ტრადიციულად ითვლება, რომ იგი თეთრი უნდა იყოს და გოგონების უმრავლესობა სწორედ ასეთ ტანსაცმელს ირჩევს. მაგრამ ასევე ითვლება, რომ მეორედ საკურთხეველთან თეთრი კაბით მისვლა არ შეიძლება, უკეთესია სხვა ფერის კაბა შეირჩეს, მაგალითად წითელი.

ფერის არჩევისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ თეთრი საქორწინო კაბა ყველას არ უხდება. კერძოდ, გარუჯულ კანზე სპილოს ძვლისფერი, შამპანურის, კრემისფერი ან ნათელი ატმისფერი უკეთ გამოიყურება. ოქროსფერი გარუჯული ქერა ქალის სილამაზეს უსვამს ხაზს, ცივი სპილოს ძვალი ან ნათელი იისფერ-ვარდისფერი ულამაზესი იქნება შავგვრემან, ცისფერთვალა გოგონაზე. ჟღალთმიანმა და ყავისფერთვალება გოგონებმა კი ყურადღება თბილ ფერებს უნდა მიაქციონ.

საქორწინო კაბის ფერის შესარჩევად, სალონებში გამუდმებული სიარული და სხვადასხვა კაბის მოსინჯვა უცილებელი არაა. შესაძლებელია, უახლოეს მაღაზიაში წასვლა, სხვადასხვა ფერის ქსოვილის მოხვევა, ასევე ფოტოების გადაღება და შემდეგ განსაზღვრა, რომელი ფერი უფრო გიხდებათ.

საქორწინო კაბის სიგრძე

ამბობენ, რომ რაც უფრო გრძელია საქორწინო კაბა, მით უფრო დიდხანს გრძელდება მეუღლეების თანაცხოვრება. მაგრამ საბედნიეროდ, პატარძლებისთვის, რომელებიც მოკლე ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას, პრაქტიკაში ეს ცრურწმენა არ დასტურდება. თუ ლამაზი ფეხები გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ მუხლამდე საქორწინო კაბა ჩაიცვათ. მათ, ვისაც ვიწრო ტერფები აქვთ, შეუძლიათ კანჭის შუამდე კაბა აირჩიონ.

მაგრამ ჩვეულებრივ, პატარძლები გრძელ საქორწინო კაბებს ირჩევენ, განსაკუთრებით კი თუ ქორწილი ზამთრში ან შემოდგომაზეა დანიშნული.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საპატარძლოს უწევს, შლეიფია. საქორწინო კაბის შლეიფის ერდადერთი ნაკლი არაპრაქტიკულობაა. მკვეთრად ვერ მობრუნდებით და მოძრაობა წრიულად მოგიხდებათ. მეორე მხრივ, პატარძლის შლეიფიანი კაბის ფოტოები ჩვეულებრივზე გაცილებით ლამაზია. თავად "კუდი" კი კაბის უმეტეს მოდელებს ისე ეკეცებათ, რომ ხელის შემშლელი არაა და მისი განსაკუთრებულ მომენტებში ჩამოშლაა შესაძლებელი. თუ შლეიფიან კაბაზე ოცნებობდით, უარი არ თქვათ. მართალია, დღის ბოლოს იგი გაჭუჭყიანდება, მაგარამ ეს საკითხი ქიმწმენდით ადვილად გამოსწორდება.

საქორწინო კაბის სილუეტი

საქორწინო კაბის სილუეტი მხოლოდ თქვენი სხეულის პარამეტრებზეა დამოკიდებული. ფაქტობრივად, ყველას უხდება А-ს ფორმის საქორწინო კაბა: არც ისე ფუმფულა ქვედაბოლოთი და მოტკეცილი კორსეტით. მინიატურულ პატარძლებს იგი განსაკუთრებით უხდებათ, რომელთაც არც ისე მაღალი საქმრო ჰყავთ. ეს შესანიშნავი ვარიანტია პუტკუნა პატარძლებისთვის: ასეთი კაბა სხეულის ნაკლოვანებებს დაფარავს.

კლასიკური "პრინცესას" სტილის საქორწინო კაბა ფუმფულა ქვედაბოლოთი ძალიან უხდებათ მკერდიან გოგონებს. ეს მომგებიანი ვარიანტია, მათთვის, ვისაც წელი მკვეთრად გამოკვეთილი არ აქვთ და ასევე განიერ თეძოიანებს, რომელთაც მათი დამალვა სურთ.

მოტკეცილი, სწორი საქორწინო კაბა საშუალო სიმაღლის ტანად, (მაგრამ არა გამხდარ) გოგონებს დაამშვენებთ. ”ქალთევზას” სილუეტის კაბები სექსუალურ, ქვიშის საათის ფორმის სხეულის მქონე გოგონებს მოუხდებათ. წვრილწელიან გოგონებს ასევე შეუძლიათ თეძოებამდე მოტკეცილი კაბა შეარჩიონ.

ვისაც მკერდის გამოკვეთა უნდა, მკვეთრად გამოკვეთილი წელი არ აქვს და ასევე ორსულ პატარძლებს, მაღალყელიანი წელის მქონე კაბის მორგება შეუძლიათ.

სილუეტში გარკვევისთვის, შესაძლებელია, საქორწინო სალონში წასვლა და სხვადასხვა მოდელის ნახვა.  

საქორწინო კაბის სახელოები

პატარძლების უმრავლესობა უსახელო კაბას ირჩევს. ასეთ ტანსაცმელში პატარძალი განსაკუთრებით უმანკოდ გამოიყურება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სახელოებიან მოდელებზე უარის თქმა არ ღირს.

ვიწრომხრებიან გოგონებს სახელო-ფანარიანი ან ჰორიზონტალური ბრეტელების ფორმის სახელოებიანი კაბა დაამშვენებთ. ძალიან სქელი ხელები ასევე სასურველია დაიმალოს: ასეთ შემთხვევაში იდაყვამდე სახელოები იდეალურია.

თუ კაბის გადატვირთვა გინდათ, სასურველია სახელოები მაქმანებით იყოს შესრულებული. ამასთან, მაქმანები აგერ უკვე რამდენიმე სეზონია საქორწინო მოდის აქტუალურ ელემენტად რჩება.

საქორწინო კაბის კორსეტი

პირველი, რაც უნდა აირჩიოთ კორსეტის ფორმაა. კაბის საყელოს ფართო მხრების დაფარვა შეუძლია. გულის ფორმის ჭრილი მკერდს უსვამს ხაზს. კლასიკაა - საქორწინო კაბა სწორი ჭრილით.

განსაკუთრებით სექსუალურად გამოიყურება მკერდს შორის გამჭვირვალე ჩანართებით გაფორმებული კორსეტი.

აღსანიშნავია, რომ მოდაში ასიმეტრიაა, ასე რომ, გადატვირთული ზედა ნაწილისგან ყურადღების გადატანა მხარზე ერთ ბრეტელს შეუძლია.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს ნაქარგი, აქ ერთი მარტივი წესი მოქმედებს. თუ კაბას ორიგინალური ქვედაბოლო აქვს, რომელიც ყურადღებას იპყრობს, მაშინ კორსეტი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. თუ ქვედაბოლო კლასიკურია - ნაქარგის, მარგალიტებისა და ჩანართების გარეშე - კორსეტის გამრავალფეროვნება შეიძლება.

თუ კაბა ძვირფასი ქსოვილითაა შეკერილი (და ეს თვალიშისაცემია), კორსეტის ზედმეტად მოქარგვა მიღებული არაა. ჩვეულებრივ, დიზაინერები ისეთი კორსეტების მოქარგვას ცდილობენ, რომელთა ქვედაბოლო ბუმბულებისა და სხვა მსგავსი ელემენტებისგან შედგება.

საქორწინო კაბის ქვედაბოლო

საქორწინო კაბების ყველაზე გავრცელებული მოდელებია - კლასიკური ერთფენიანი, მრავალფენიანი-"ტორტის" სტილში, გოფრირებული, ბუმბულებიანი, კაბა-ბურთი,

პერფორაციით.

კლასიკური ერთფენიანი ქვედაბოლო დეკორის მცირე რაოდენობით, ნებისმიერ პატარძალს მოუხდება. ქვედაბოლო-ტორტი განსაკუთრებით მოუხდება მინიატურულ გამხდარ ქალებს. ბუმბულებიანი ქვედაბოლო - ტანადი ქალბატონების ხვედრია.

გოფრირებული კაბა დაბალ და საშუალო სიმაღლის გოგონებს უხდებათ და კიდევ, მათ, ვისაც თეძოების დამალვა სურთ: ასეთი კაბები სხეულის ქვედა ნაწილებს უფრო მოხდენილად აჩენენ.

მომზადებულია mozio.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს