კენედის მკვლელის საქორწინო ბეჭედი 108 000 დოლარად გაყიდეს

კენედის მკვლელის საქორწინო ბეჭედი 108 000 დოლარად გაყიდეს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელის, ლი ჰარვი ოსვალდის ოქროს საქორწინო ბეჭედი აუქციონზე 108 000 დოლარად გაყიდეს.

ბოსტონში შემდგარი ვაჭრობა კენედის გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. აუქციონის სახლ RR Auction-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბეჭედი ტეხასელმა შეიძინა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ოსვალდის საქორწინო ბეჭედი გასაყიდად წელს, ზაფხულში მისმა ქვრივმა, მარინა პორტერმა გამოიტანა. სამკაულს მისი ხელით დაწერილი წერილიც ახლავს.

ლი ჰარვიმ აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში მოკლა. ორი დღის შემდეგ ოსვალდი ქალაქის პოლიციის განყოფილებაში ჩაცხრილეს.

მომზადებულია АР-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს