ფრანგ ქალებს ქმრის გვარზე გადასვლა აუკრძალეს

ფრანგ ქალებს ქმრის გვარზე გადასვლა აუკრძალეს

ამიერიდან ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებსაც საფრანგეთის მთავრობა გათხოვილ ქალებზე გასცემს, მხოლოდ მათი ქალიშვილობის გვარი ჩაიწერება.

კანონს, რომელსაც საფრანგეთში სქესთა თანასწორობისთვის მიიღეს, უკვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს "ადამიანების პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევაა".

ამაჟამად, საფრანგეთის დაახლოებით სამი-მეოთხედი მკვიდრი მეუღლის გვარზე გადადის. ჩინოსნებს, რომლებიც ქორწინებას არეგისტრირებენ, დაავიწყდათ, რომ მეუღლის გვარზე გადასვლა ქვეყნის მოქალაქეებს ჯერ კიდევ 1789 წლიდან, საფრანგეთის რევოლუციის დროიდან ეკრძალებათ. ამიტომ კანონში აკრძალვის ხელმეორედ რეგისტრაცია გადაწყვიტეს.

ამასთან, ეს ერთადერთი სიახლე არ არის. დოკუმენტში ასევე გაწერილია, რომ ახალგაზრდა მამებმა უფრო მეტი დრო უნდა გაატარონ ახალშობილ შვილებთან. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ორივე მშობელს დეკრეტული შვებულების ვადას მნიშვნელოვნად შეუმცირებენ.

გარდა ამისა, საფრანგეთში საბავშვო სილამაზის კონკურსები აიკრძალება, ხოლო აბორტების გაკეთების წესები პირიქით, გამარტივდება. სქესთა უფლებების გათანაბრების კამპანიის ფარგლებში, მთავრობა პროგნოზირებს, რომ 2017 წლისთვის ყველა სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალების 40%-ზე ნაკლები არ იქნება, ხოლო საფრანგეთის სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელობაში სულ მცირე - მეოთხედი.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს