შშმპ-ები, სასულიერო პირები, ქალები - ვინ მოიპოვა სამთავროს დედათა მონასტერში შესვლის უფლება

შშმპ-ები, სასულიერო პირები, ქალები - ვინ მოიპოვა სამთავროს დედათა მონასტერში შესვლის უფლება

სამთავროს დედათა მონასტერში შესასვლელად დაახლოებით 600-მდე საშვია გაცემული. არსებული ინფორმაციით, ყველა საშვი, საპატრიარქოს მიერ არის გაცემული, თუმცა, ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურში განმარტება არ კეთდება.

ტაძარში უშვებენ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ასევე სასულიერო პირებს და სამოქალაქო პირებს, ძირითადად ქალებს, რომლებსაც სპეციალური საშვი აქვთ. თუმცა, ასევე შედიან სასულიერო პირების ახლობლები, მათ შორის რამდენიმე წუთის წინ მონასტერში "ჯიპით" მოვიდა ერთ-ერთი სასულიერო პირი ახლობლებით, რომლებიც ეკლესიაში უპრობლემოდ შევიდნენ.

ეკლესიაში ამ დრომდე არ უშვებენ ჟურნალისტებს და ზოგადად უცნობია დედათა მონასტერში ექნება თუ არა მედიის წარმომადგენლებს ვიდეო გადაღების საშუალება. არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალისტებს მიეცეს მხოლოდ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების დედათა მონასტრიდან სვეტიცხოველში გადასვენების გადაღების შესაძლებლობა.

იხილეთ ვიდეო: "ეს არის რეალური სახე ფარისეველი მღვდლების" - რამ გამოიწვია მრევლის უკმაყოფილება მცხეთაში

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია