რუსეთი შავ ზღვაში ამერიკული ხომალდების შემოსვლას შეუშინდა

რუსეთი შავ ზღვაში ამერიკული ხომალდების შემოსვლას შეუშინდა

შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული ხომალდების შემოსვლა რუსებისთვის ერთობ არასასიამოვნო ფაქტი აღმოჩნდა. რეგიონში უცხო ქვეყნის სამხედრო მცურავი საშუალებების შემოსვლით დარღვეული, ძალთა თანაფარდობის აღსადგენად, მოსკოვმა ფაქტობრივად ოკუპირებულ ყირიმში, ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსები შეიყვანა.

კერძოდ, საუბარია Бастион-П-ს ტიპის სარაკეტო სისტემებზე. მათი გადაადგილება სევასტოპოლის ქუჩებში, თვითმხილველებმა 8-9 მარტის ღამეს დააფიქსირეს და შესაბამისი ფოტოები ინტერნეტშიც განათავსეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამინდელი მდგომარეობით, რუსეთის შეიარაღებაში აღნიშნული ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსი, მხოლოდ ერთი ბატარეის ოდენობით ირიცხება. მისი "მფლობელი" რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სანაპირო დაცვის 11-ე ცალკეული სარაკეტო-საარტილერიო ბრიგადაა, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ქალაქი ანაპაა. ეს უკანასკნელი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

სავარაუდოდ, კომპლექსების ყირიმში გადასროლა, რეგიონში არსებულ დაძაბულობას და უპირველეს ყოვლისა, შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების შემოსვლას უკავშირდება. სტარტის შემდეგ, Бастион-П-ს რაკეტა ბგერის ორ სიჩქარეს ანვითარებს და სამიზნის განადგურება მაქსიმალურ, 300 კმ-ის მანძილზე შეუძლია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა