როგორ განვასხვაოთ ვირის ხორცი საქონლის ხორცისგან? - რატომ არ ყიდულობს ფარშს ვირის ხორცის დისტრიბუტორი

როგორ განვასხვაოთ ვირის ხორცი საქონლის ხორცისგან? - რატომ არ ყიდულობს ფარშს ვირის ხორცის დისტრიბუტორი

მოსახლეობას აშფოთებს გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი კვების ზოგიერთ ობიექტში ღორის ან ძროხის ხორცის მაგივრად, შესაძლოა, ვირის ან ცხენის ხორცი შემოგვთავაზონ. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ინდმეწარმე არჩილ დალაქიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ზოოპარკს ცხენის, ვირისა და საქონლის ხორცით ამარაგებს.

- თეთრწყაროს რაიონში ფერმა გვაქვს. მოვიგე ტენდერი და უკვე სამი წელია, ზოოპარკს ვამარაგებ ცხენის, ვირის და საქონლის ხორცით. საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. ზოოპარკს ყოველდღიურად 170 კილო ხორცი სჭირდება, ყოველ სამ დღეში ვამარაგებ. თუ ვერ მივაწოდებთ ხორცს, 500-ლარიანი ჯარიმაა. ჩვენთან, თეთრწყაროში ცოცხალი საქონელი მოჰყავთ, შემდეგ ვკლავთ და ხორცი მიგვაქვს ჩასაბარებლად. შემოდგომაზე ბევრ ვირს და ცხენს ვყიდულობთ, რომ ზამთარში არ გაგვიჭირდეს და არ დავარღვიოთ ტენდერის პირობები. შარშან სხვა რესტორნებსაც ვამარაგებდით - თუმცა რესტორანში, რა თქმა უნდა, ცხენი და ვირი არ შედის, მხოლოდ საქონლისა და ღორის ხორცს ვაწვდიდით.

- როგორ უნდა განვასხვავოთ ვირის და ცხენის ხორცი საქონლის ხორცისგან?

- ვირის ხორცი ძალიან განსხვავდება საქონლის ხორცისგან - საშინელი სუნი აქვს და თერმული დამუშავებისას შავდება. არ მჯერა, რომ ვირის ხორცს სადმე იყენებდნენ. შეიძლება მეძაღლეებს მიაქვთ ცხოველების გამოსაკვებად. ცხენი უფრო მიმსგავსებულია საქონლის ხორცს, მაგრამ ამბობენ, რომ თევზის სუნი აქვს.

- თუმცა არაერთხელ დაწერილა, რომ, სავარაუდოდ, ზოგიერთ საშაურმეში ვირის ხორცსაც იყენებენ.

- მეცინება, რომ ამბობენ - საშაურმეებში ვირის ხორცი შედისო. მოვუჭრი ვირის ხორცის ერთ ნაჭერს, შეწვან ნებისმიერ საშაურმეში თუ იქ ვინმე შეძლებს გაჩერებას, ნახავენ. ეს გამორიცხულია - ვირის ხორცს საშინელი სუნი აქვს და შავია.

- თბილისთან ახლოს რომ სასაკლაო იპოვეს, იქ ვირებს კლავდნენ თუ ცხენებს?

- ცოტა ხნის წინ, ჩემს სოფელთან იპოვეს სასაკლაო, თუმცა იქ ვირი არ იყო - ცხენის ძვლები იყო. ცხენებს კლავენ და ალბათ, ვიღაც იყენებს. თუმცა ზოოპარკის გარდა, არ გამიგია, რომ ვინმეს ცხენის ან ვირის ხორცი სჭირდებოდეს, თუმცა ჩუმ-ჩუმად შეიძლება იყენებენ. მეც გამიგია ბაზრებში ურევენ ხოლმე ფარშს - ცხენის ხორცზე მაქვს საუბარი. ახალი წლის პერიოდში იყო საუბარი, რომ ვაგზლის ტერიტორიაზე ცხენის ხორცი გაყიდეს. ზოოპარკში ტენდერი ჩვენ გვაქვს მოგებული, სხვაგან სად შეიძლება წავიდეს ცხენის ხორცი, არ ვიცი. ალბათ, სახინკლეებში და სხვაგან - იმიტომ, რომ ცხენისა და საქონლის ხორცის არევა ადვილია. შეიძლება კერძო "ცეხი" ჰქონდეს ვიღაცას და იქაც ურევდნენ. მე პირადად გატარებულ ხორცს არ ვყიდულობ – შესაძლოა, ცხენის ხორცი იყოს შერეული და ვერ შეატყო. ვერ გამოვრიცხავ, რომ ვირის ხორციც სადმე ბარდებოდეს… ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს. ალბათ, უფრო იქ, ვისაც ხირცის ან ძეხვის "ცეხი" აქვს. საქონელის ხორცი 10 ლარი ღირს ვირის და ცხენის ხორცი კი იაფი და შესაბამისად, ალბათ მოგებაც დიდია. ზოოპარკში კი ერთი და იგივე ფასი აქვს ვირის, ცხენის და საქონლის ხორცს. ერთ კილოს 3.40 ლარად ვაბარებთ. ცხენი და ვირის ხორცი არსად არ არის დაშვებული და ამიტომ არის დაბალი ფასი. ხოლო რაც შეეხება საქონელს – ძირითადად, დაბერებული, დაუძლურებული ან ისეთი საქონლის ხორცს ვაბარებ, რომელსაც მანქანა დაეჯახა.

- რამდენი ვირი, ცხენი და საქონელი იკვლება თქვენს ფერმაში ყოველ კვირას?

- კვირაში ზოოპარკისთვის 1,2 ტონა ხორცი გვჭირდება. ერთი ვირი საშუალოდ 50 კილო გამოდის. ანუ ზოოპარკის შემთხვევაში, დღეში სამი ვირი უნდა დაიკლას. თუ ცხენს დავკლავთ, ზოოპარკს ხორცი ერთი დღე ეყოფა, იმიტომ, რომ დაახლოებით 200 კილო ხორცი გამოდის. ცხენი ძვირია, იმიტომ რომ 300, 400, 500 ლარი ჯდება, ოღონდ დაუძლურებული. ვირი კი 100, 120, მაქსიმუმ 150 ლარი ღირს. გვინდა ვირები ბაქოდან შემოვიყვანოთ, იმიტომ რომ იქ იაფი ჯდება.

ელენე ცინცაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია