დრუიდების ჰოროსკოპი - ჟასმინი 1 -14 მაისი ; 3 -11 ნოემბერი

დრუიდების ჰოროსკოპი - ჟასმინი 1 -14 მაისი ; 3 -11 ნოემბერი

და ბრიტანეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ.

მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.

ჟასმინი 1 -14 მაისი ; 3 -11 ნოემბერი

მოძრავი, აქტიური და საოცრად კომუნიკაბელურია. გასაოცარი უნარი აქვს მიიზიდოს და გულახდილობისკენ განაწყოს ადამიანები. ხშირად სამეგობროს და საზოგადოების სული და გული ხდება ზუსტად ამ თვისებების გამო.

უდარდელი კაცის იმიჯი აქვს, ამიტომ ადამიანებს გონიათ, რომ მას ამ ქვეყნად არაფერი ადარდებს და აწუხებს. თუმცა მხოლოდ ძალზე ახლობლემა იციან მისი ნამდვილი სახე და იგი თქვენ წარმოიდგინეთ, გულის სიღრმეში გამოუსწორებელი პესიმისტია. ამ თვისებას კი საზოგადოებაში კარგი იუმორის გრძნობით და მეგობრულობით მალავს.

მიუხედავად იმისა, რომ საოცრად კომუნიკაბელური და მოლაპარაკეა, რეალურად ჟასმინი ადამიანებს მარტივად არასოდეს ენდობა და ყოველთვის ცდილობს გონივრული დისტანცია დაიჭიროს ნებისმიერთან.

მასზე უკეთ არავინ იცის ურთიერთობაში დიპლომატიური მიდგომის ფასი. ამიტომ იგი თითქმის ყოველთვის ახერხებს ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან ღირსეულად და რაც მთავარია, მოგებულ პოზიციაში გამოძვრომას.

თუმცა მისი ეს თვისებები იშვიათად ვლინდება ოჯახის წევრებთან. სახლი ის ადგილია, სადაც ჟასმინი უნიღბოდ ცხოვრობს და ახლობელი ადამიანებისგან სრულ კომფორტს, თავისუფლებას და მისი ავტონომიის ხელშეუხებლობას ითხოვს. რეალურად მას არ უყვარს პასუხისმგებლობები. და სძაგს ყოველგვარი სახის ვალდებულება, თუმცა თუკი მაინც ისე მოხდა, რომ უწევს პასუხისმგებლობის აღება ვინმეზე, საკუთარ ვალს იგი ბოლომდე, პირნათლად იხდის. ოჯახურ ცხოვრებაში ჟასმინი რთული პარტნიორია, მარტივად უცრუვდება გული და ხშირად ერთზე მეტი ქორწინებაც აქვს.

სამაგიეროდ, ძალიან უყვარს ბავშვები და პატარებიც მიილტვიან მისკენ. მას შეუძლია ბავშვებს ნებისმიერი სირთულის თემებზე მათთვის მისაღები და გასაგები ფორმით ესაუბროს. შვილები ჟასმინის ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი სტიმული და ბედნიერებაა.

ეს ადამიანები არ არიან გამოკვეთილი მატერიალისტები, თუმცა ხშირად ახერხებენ კარგად გამომუშავებას საკუთარი ნიჭისა და მოქნილობის წყალობით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?