კელტური ასტროლოგია: რომელი ცხოველის ძალა მართვს თქვენი ზოდიაქოს ნიშანს

კელტური ასტროლოგია: რომელი ცხოველის ძალა მართვს თქვენი ზოდიაქოს ნიშანს

უძველეს კელტებს სწამდათ, რომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის არ არსებობს განსხვავება. კელტური ჰოროსკოპი მჭიდრო კავშირია ცხოველებთან. მათ ღრმად სწამდათ, რომ ბუნების კანონები ერთნაირად მოქმედებს ყველა ცოცხალ არსებაზე, მათ შორის ადამიანებსა და ცხოველებზეც ერთად. ნახეთ რომელი ტოტემი შეგეფერებათ თქვენი დაბადების დღის მიხედვით:

ირემი 24 დეკემბერი – 20 იანვარი

ირემის ტოტემზე დაბადებული ადამიანები მომთმენები იდეალისტები, შორსმჭვრეტელები არიან. პრინციპული და ჯიუტი, როცა საქმე მიზნის მიღწევას შეეხება და არასოდეს ტოვებს დაწყებულ საქმეებს შუა გზაში. ამიტომაც იმარჯვებს, იქ სადაც სხვები მარცხდებიან. ეს ადამიანი გულუხვია, თუმცა არა გულუბრყვილო. კეთილია, მაგრამ არა ბედოვლათი. მას შეუძლია დიდი ერთგულება, თუმცა სიყვარულის ობიექტს მუდამ სიფრთხილით და ძნელად ირჩევს.

ყვავი 25 ნოემბერი – 23 დეკემბერი

ყვავის ტოტემით დაბადებული ადამიანები, ძლიერი ხასიათითა და პრინციპულობით გამოირჩევიან. ისინი უზომოდ შრომისმოყვარეები არიან და ყოველთვის მიჰყავთ დაწყებული საქმეები ბოლომდე. გამჭრიახი გონების პატრონებს შესანიშნავად ეხერხებათ, ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გამოძვრომა და განვითარებული მოვლენების სათავისოდ გამოყენება.

ბუ 28 ოქტომბერი – 24 ნოემბერი

ბუს ტოტემით დაბადებული ხალხი გაწონასწორებულობით, თანდაყოლილი სიბრძნით, ადამიანების გამჭოლი ხედვის უნარითა და წინდახედულებით გამოირჩევა. მათ აქვთ გასაოცარი შარმი და მაგნეტიზმი, რის ხარჯზეც შესანიშნავად ახერხებენ გარშემო მყოფებით მანიპულირებას. თუმცა, სასიყვარულო ფრონტზე გადამეტებული ვნებიანობა და ტემპერამენტი, ხშირად უშლით ხელს იმაში, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერებასა და ჰარმონიას ხანგრძლივი ვადით მიაღწიონ.

ბატი 30 სექტემბერი – 27 ოქტომბერი

ბატის ტოტემით გულუხვი და დიდსულოვანი ხალხია იბადება. მზრუნველებსა და მოსიყვარულეებს, კარგი იუმორის გრძნობა და კვიმატი ენა გააჩნიათ. მათ უმრავლესობას შემოქმედებითი პროფესიებისკენ აქვს მიდრეკილება ამიტომ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა პროფილის ხელოვანებს ამ ადამიანებს შორის. ეს ის სფეროა, სადაც ბატები საკმაოდ მაღალ კარიერულ ნიშნულს და ფინანსურ წარმატებას აღწევენ როგორც წესი.

ორაგული 5 აგვისტო – 1 სექტემბერი

ორაგულის ტოტემით დაბადებული ადამიანები სიფრთხილით და წინდახედულებით გამოირჩევიან. ისინი შორსმჭვრეტელები და კომუნიკაბელურები არიან. ხშირად იკეთებენ ბრწყინვალე კარიერას და აღწევენ მაღალ სოციალურ სტატუსს ცხოვრებაში. სიმკაცრესა და ლოიალურობას საჭიროებისამებრ, სიტუაციის მიხედვით ავლენენ.

გედი 2 სექტემბერი – 29 სექტემბერი

გედის ტოტემით დაბადებული ადამიანები, გასაოცარ ესთეტიზმს, ნატიფ გემოვნებასა და მომხიბვლელ ვიზუალს ფლობენ. მათ უმრავლესობას ცხოვრების მიმართ მსუბუქი, პოზიტიური და მარტივი დამოკიდებულება გააჩნია. ამ ადამიანს უყვარს ცხოვრება, პატივს სცემს გარშემო მყოფთა სურვილებს და ანგარიშს უწევს მათ. შემთხვევითი როდია, რომ ძალზე ხშირად გედები პროფესიულ სარბიელად სახელოვნებო სფროებს ირჩევენ. მათ გასაოცარი გარდასახვის ნიჭი და დახვეწილი მანერები გააჩნიათ.

კატა 11 ივლისი – 4 აგვისტო

ხასიათის დადებითი მხარეები – თანამგრძნობი ბუნება, დიდსულოვნება, მკვეთრად გამოხატული თავმოყვარეობა, არისტოკრატული ქცევის მანერები, შრომისუნარიანობა. კატის ტოტემით დაბადებული ადამიანები, კრისტალური პატიოსნებით და მაღალი მორალური პრინციპებით არიან გამორჩეულნი. ისინი საიმედო, ერთგული და დიდსულოვანი მეგობრები არიან. მზრუნველებსა და მოსიყვარულეებს, ოჯახი და ოჯახის წევრების კეთილდღეობა ცხოვრებაში უმთავრეს პრიორიტეტად მიაჩნიათ. მშრომელი, კრეატიული და წინდახედული ხალხია. მათ უნარი შესწევთ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.

თახვი 10 ივნისი – 10 ივლისი

თახვის ტოტემით დაბადებული ადამიანები, ამოუწურავი ოპტიმიზმითა და მომავლის რწმენის უნარით არიან დაჯილდოებულნი. მათ უმრავლესობას იშვიათად ახასიათებს ცუდ ხასიათზე ყოფნა და ისინი ხშირად სხვებისთვის წარმოადგენენ მოტივატორებს თავისი პოზიტიურობით. ბუნებით კოსმოპოლიტებს ფართო მსოფლმხედველობა და თვალსაწიერი გააჩნიათ. ადვილად ადაპტირებენ ახალ გარემოსა და ადამიანებში. უყვართ მოგზაურობა და ხეტიალი.

ფუტკარი 13 მაისი – 9 ივნისი

ფუტკრის ტოტემით დაბადებული ადამიანები, გასაოცარ გარეგნულ შარმსა და მომხიბვლელობას ფლობენ. ისინი მარტივად იმსახურებენ ადამიანთა სიმპათიებს და ხშირად გვევლინებიან საზოგადოებაში სხვადასხვა წამოწყების იდეოლოგებად. ბუნებით შემოქმედებითებსა და უსაზღვროდ ენერგიულებს, ხშირად უწევთ ხელმძღვანელი პოსტის ან საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავება.

გველი 15 აპრილი – 12 მაისი

გველის ტოტემით დაბადებული ადამიანები შესანიშნავი მეხსიერებით, გამომგონებლის ნიჭით, ლიდერის თვისებებით და გონიერებით გამოირჩევიან. მათ მოსწონთ ნებისმეირ საქმეში პიონერისა და პირველაღმომჩენის როლი, ამიტომ იშვიათად ირჩევენ სხვების მიერ გაკვალულ გზას. გველს მკურნალობის ნიჭი გააჩნია. ბევრი მათგანი დაჯილდოებულია ფსიქოლოგის, ექსტრასენსისა და მედიუმის თვისებებით.

დათვი 18 მარტი – 14 აპრილი

დათვის ტოტემით დაბადებული ადამიანები, უმთავრეს პრიორიტეტად საკუთარ ცხოვრებაში ოჯახს და ოჯახის წერვების კეთილდღეობაზე ზრუნვას აყენებენ. სისხლით ნათესაობა მათთვის განსაკუთრებულ ურთიერთობას ნიშნავს. როგორც წესი, დათვები ფიზიკურად საკმაოდ ამტანები და გამძლეები არიან. მოსწონთ სპორტი და აქტიურ ცხოვრების წესსს ეწევიან. მათთვის დამახასიათებელია სიმამაცე და დიდსულოვნება. თუმცა ხასიათის ისეთ თვისებას როგორიცაა გულუბრყვილობა და უეშმაკობა, ხშირად მიჰყავს ისინი იმედის გაცრუებისკენ.

სელაპი 18 თებერვალი – 17 მარტი

სელაპის ტოტემით დაბადებული ადაიანები, გარშემო მყოფების მიმართ მიმტევებლური დამოკიდებულებით არიან გამორჩეულნი. მათ უმრავლესობას მუდმივად აქვს სურვილი, სულ ცოტათი მაინც გააუმჯობესოს სამყარო და გაუუმჯობესოს ცხოვრება სხვებს. ბუნებით რომანტიკულებს და მეოცნებეებს, კარგი ადაპტაციის უნარი და ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი გააჩნიათ. ისინი ცნობისმოყვარეები და მრავალმხრივები არიან, ამიტომ მთელი სიცოცხლის მანძილზე იმაღლებენ ერუდიციის დონეს.

წერო 21 იანვარი – 17 თებერვალი

წეროს ტოტემის მქონე ადამიანები გამჭრიახი გონებით, წინდახედულებით და მასშტაბურად ხედვის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ისინი ამ ყველაფერს პრაქტიკული მიზნებისთვის შესანიშნავად იყენებენ. წეროები ცხოვრებას იპტიმისტური თვალით უყურებენ და ღია არიან ყოველგვარი ნოვაციისათვის. მათ მოსწონთ საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობა როგორც სულიერი, ისე ფიზიკური კუთხით.