ავტორი:

სად გავიკეთოთ ტატუ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სად გავიკეთოთ ტატუ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს სხეულის შესაბამისი ნაწილი შეესიტყვება. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ზოდიაქოს რომელი წარმომადგენელი კონკრეტულად რა ადგილას აპირებს გაიკეთოს ტატუ. იმიტომ რომ ტატუირება გარდა სილამაზისა, სპეციფიკურ ენერგეტიკულ დატვირთვასაც ატარებს. შესაბამისად, იგი აუცილებლად უნდა იყოს ჰარმონიაში ჩვენს ზოდიაქოს ნიშანთან. მოდი, განვიხილოთ, სხეულის რა ნაწილი აქვთ განკუთვნილი ზოდიაქოს ნიშენებს ტატუს გასაკეთებლად ასტროლოგიური თვალსაზრისით.

ვერძი თავით იმართება, შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის ტატუს გაკეთება თავის მიმდებარე ტერიტორიებზეა სასურველი. მაგალითად კეფაზე. კისრის მიდამოებში და ა.შ.

კუროებისთვის ტატუს გაკეთება მიზანშეწონილია ყელის მიდამოებში, ხერხემლის მიმდებარე ტერიტორიაზე კისრის მიმართულებით.

ტყუპს კი ტატუს გაკეთებას ასტროლოგები ხელებზე, კონკრეტულად კი ხელის მტევნებზე ან იდაყვების მიმდებარე ტერიტორიაზე ურჩევენ.

კირჩხიბი კუჭით იმართება, შესაბამისად ტატუც ამ ორგანოს შორიახლოს უნდა გაკეთდეს. სასურველია ასევე ტატუ მკერდზე ან ჭიპთან.

ლომის ზოდიაქო გულთანაა პირდაპირ კავშირში. ამიტომ, მათთვის ტატუირების გაკეთება ხერხემლის მიმდებარედ ან ზურგზე იქნება მიზანშეწონილი.

ქალწულმა ტატუ მუცელზე, ან მისი წრიული მიმართულებით უნდა გაიკეთოს.

სასწორებისთვის საუკეთესო ადგილი ტატუს გასაკეთებლად თეძოები და ბეჭის ზედა მხარეა.

მორიელმა ტატუ სასქესო ორგანოების მიმდებარე ტერიტორებზე უნდა გაიკეთოს, მათი ზოდიაქოს ნიშანი ხომ სწორედ ამ ორგანოს "კურირებს".

მშვილდოსნებისთვის ტატუს გაკეთება რეკომენდებულია წვივზე ან თეძოებზე.

თხის რქისთვის კი ტატუირების გაკეთება მიზანშეწონილია თეძოების ქვედა ნაწილში, მუხლთან.

მერწყულებმა ტატუ წვივზე, ფეხის კუნთზე ან მუხლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიკეთონ.

თევზებისთვის ტატუირება კარგია ფეხის ტერფებზე.