ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კევინ მაკკართი კალიფორნიაში ტაივანის პრეზიდენტს უმასპინძლებს


მიუხედავად ჩინეთის კრიტიკისა და მუქარისა, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი, კალიფორნიაში ტაივანის პრეზიდენტს ხვდება. მაკკართისა და ვენგს შორის შეხვედრა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს.

ტაივანის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, სადაც მოკავშირეებს შეხვდა, თუმცა ვიზიტის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ჰონდარუსმა ჩინეთთან კავშირების გამო, ტაივანთან ურთიერთობა გაწყვიტა.

ცაი ვენის და კევინ მაკკართის აუდიენცია კალიფორნიაში იქნება რიგით მეორე შეხვედრა ბოლო ორი წლის განმავლობაში როცა, ტაივანის პრეზიდენტი და ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერები ერთმანეთს ხვდებიან. გასულ წელს ტაივანში ოფიციალური ვიზიტით წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა.

პელოსის ვიზიტს მაშინ ჩინეთის მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვა, ჩინეთმა სწორედ ვიზიტის შემდეგ გამართა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები.

ოფიციალური პეკინი ამბობს, რომ ტაივანი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის ჩინეთის შემადგენლობაში შედის. მაკკართისა და ვენგს შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით კი ლოს-ანჯელესში ჩინეთის საკონსულომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაგეგმილი შეხვედრა და მოლაპარაკებები „პოლიტიკური შოუს“ ნაწილია.

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ კალიფორნიაში დაგეგმილი შეხვედრა უფრო დიპლომატიური ნაბიჯია, ვიდრე ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტი იქნებოდა.

ტაივანი - ისტორიული ექსკურსი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:04 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG