ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატმა გუბერნატორმა ნიუ-ჯერსიში პოსტი მცირე უპირატესობით შეინარჩუნა


ნიუ-ჯერსის დემოკრატმა გუბერნატორმა ფილ მერფიმ მცირე უპირატესობით, თუმცა გუბერნატორის არჩევნებში გამარჯვება მაინც მოიპოვა. ის შტატის პირველი დემოკრატი გუბერნატორია, რომელმაც მეორე ვადითაც გაიმარჯვა. არჩევნებში მან რესპუბლიკელი ჯეკ ჩიატარელი - შტატის გენერალური ასამბლეის წევრი დაამარცხა.

მისი გამარჯვების შესახებ ცნობები "ასოშეითედ პრესმა" მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტრადიციულად რესპუბლიკურად განწყობილი მონმარტის ოლქიდან ხმები დაითვალეს და ამან მერფის უპირატესობა გაზარდა კიდეც.


დასათვლელია ხმების ის ნაწილი, რომლებიც ძირითადად დემოკრატიულად განწყობილი ოლქებიდან არის შემოსული და ასევე ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები. მერფიმ ამ დროისთვის საფოსტო ბიულეტენების ხმების უმრავლესობა მოიპოვა, ზოგიერთი რესპუბლიკურად განწყობილი ოლქიდანაც კი. მისი მოწინააღმდეგის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ განსხვავება ორ კანდიდატს შორის ამჟამად ძალიან მცირეა და გამარჯვებულის დასახელება უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

ნიუ-ჯერსიში დემოკრატი გუბერნატორის გამარჯვებას უფრო დიდი უპირატესობით ელოდნენ ანალიტიკოსები. მართალია, ვირჯინიაში პოზიციების დაკარგვის შემდეგ, ნიუ-ჯერსის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მის მიერ მოსალოდნელზე ნაკლები განსხვავებით გამარჯვება, დემოკრატებისადმი მხარდაჭერის შემცირების ნიშანია.

ეს გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგები კი მცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG