ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ბელარუსში "ვაგნერის" ბაზა დაშალეს


ბელარუსის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზებისთვის გადაღებული სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ კარვები, რომლებიც დაჯგუფება "ვაგნერის" მეომრებისთვის იყო დადგმული, აღებულია. ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ბაზა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელარუსმა "ვაგნერს" დაუთმო, მათთვის აღარ ფუნქციონირებს.

"ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, მისი მოადგილე და რამდენიმე თანამერბძოლი, 23 აგვისტოს, ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. დღემდე უცნობია, რატომ მოხვდა კატასტროფაში პრიგოჟინის თვითმფრინავი. რუსეთმა მის მწარმოებელ ბრაზილიურ კომპანიას შეატყობინა, რომ ისინი არ აპირებენ იმის გამოძიებას, თუ რატომ ჩამოვარდა თვითმფრინავი.

მოგილევის რეგიონში მდებარე ცელის სამხედრო ბაზის სატელიტური ფოტოები 25 ივლისს, 25 აგვისტოსა და 9 სექტემბერსაა გადაღებული.

ივნისში "ვაგნერის" მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პუტინსა და პრიგოჟინს შორის დადებული შეთანხმების თანახმად და ლუკაშენკოს მიწვევით, "ვაგნერის" მებრძოლების ნაწილი ბელარუსში გადავიდა.

XS
SM
MD
LG