დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995599790007 emailgigawolski@gmail.com
ღვინო

ჩინური 2022

35 30n

მშრალი, ქარვისფერი, ქვევრის, გაუფილტრავი ღვინო.

ღვინო დაყენებულია ქართლის ცნობილი ციშის - ჩინურის, ბიო/ორგანული მეთოდებით მოვლილი ყურძნიდან, ქვევრებში, ტრადიციული მეთოდით, 10% ჭაჭაზე, რამდენიმე კვირიანი დაყოვნებით.

ღვინო დაყენებულია ბუნებრივად, ყველანაირი დანამატის, გოგირდის დიოქსიდის, დამწმენდავი აგენტების და ფილტრაციის გარეშე. შესაბამისად შენახვის პერიოდში მოსალოდნელია ნალექის გაჩენა. ნალექის წარმოქმნა არ ნიშნავს რომ ღვინო გაფუჭდა ან მისი ხარისხი გაუარესდა. ნალექი წარმოიქმნება ღვინოში ფიზიკური და ქიმიური პროცესების შედეგად, რაც ბუნებრივი დაძველების თანმდევი პროცესია.

ღვინო გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით, ძლიერი, სახასიათო არომატით, მსუბუქი სხეულით და ხანგრძლივი დაბოლოებით. იდეალურად ეხამება თეთრ ხორცს, თევზს, ყველს, შემწვარ ბოსტნეულს.

მიირთვით 8-10 გრადუს ტემპერატურაზე. ამ ტემპერატურაზე ყველაზე მეტად იხსნება ეს ღვინო და წარმოაჩენს თავს.

შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

სურვილების სიაში დამატება