ვისწავლოთ მეგრული

წიგნები

ვისწავლოთ მეგრული

ნათია ფონიავა

ISBN: 978-9941-494-00-0

კატეგორია: სახელმძღვანელოები, ლექსიკონები

გვერდები: 256

ფორმატი: 16X24

გამოცემის თარიღი: 2021

ყდა: რბილი

ფასი: 19.95

ყიდვა
„ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში...
 
ქართველურ ენათა კვლევის საქმეს დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის ქებათა ქება. თუმცა, მეორე მხრივ, თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები.
 
გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ვისაც მეგრული ენის შესწავლა სურს, საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ. წიგნი, თანდართული ხმოვანი ვერსიით, უდიდეს დახმარებას გაუწევს თითოეულ ასეთ დაინტერესებულ ადამიანს.“ – ბუბა კუდავა
 
აუდიოვერსიის მომზადებაში გაწეული თანადგომისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს .
გაზიარება

ავტორის წიგნები

რეცენზიები

რეცენზიები არ არის

მოუსმინე აუდიო წიგნებს

მოუსმინე „არტანუჯის“ აუდიო წიგნებს... ვრცლად >

ფრაგმენტები ბუბა კუდავას მომავალი წიგნიდან

  1. ვახტანგი და ტფილისი ბავშვმაც კი იცის, რომ თბილისი ვახტანგ გორგასალმა დააარსა და საქართველოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. თუმცა... ვრცლად >