განახლებული ნივა
განახლებული ნივა
07.07.2014
თითქმის 40 წელია, რაც ”ლადა” ”ნივას” აწარმოებს. ლეგენდარული ყველგანმავალი ევროპაში ახლა ”ლადა ტაიგას” სახელით იყიდება. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც განახლებული ”ნივაა” ნაჩვენები. ფეისლიფტის შემდეგ სახელწოდებაში ახალი სიტყვა, Urban გაჩნდა.

”ლადა ნივა” პირველად 38 წლის წინათ გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში ვიზუალურად სერიოზულად არ შეცვლილა. ეს იყო, არის და ალბათ ყოველთვის იქნება ავტომობილი ისეთი მძღოლებისთვის, რომლებსაც მანქანის რობუსტულობა, სიუხეშე, უგემოვნო შესრულება და საწვავის ხარჯი თუ გამონაბოლქვი არ ანაღვლებთ და გამავლობის ნიჭს ეტრფიან.

Auto Bild

ინტერნეტში გავრცელდა Lada Urban 4x4-ად წოდებული განახლებული ვერსიის ფოტოები,
თუმცა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დადასტურებულა, უწოდებენ თუ არა ფეისლიფტის შემდეგ ამ მოდელს Urban-ს. ფოტოებზე ”ნივის” ყველასათვის კარგად ნაცნობ სახეს ხედავთ: მოხვევის ციმციმები წინ ტრადიციულად მრგვალი მაშუქების თავზეა, ბამპერები კი ნაწილობრივ ძარის ფერშია გადაწყვეტილი და ძარაშია ინტეგრირებული.

საერთო ჯამში ძარა, რა თქმა უნდა, ისევ კუთხოვანია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება განახლებული ”ნივის” გაყიდვები. ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში, ”ნივა” ახლა უკვე Niva Taiga 4x4-ის სახელით იყიდება. საქმე იმაშია, რომ ”ნივა” გერმანიის ქრაშ-ნორმებს ვერ ასრულებს, რის გამოც რუსები ”ნივას” გერმანიაში მცირე სერიულ ავტომობილად ყიდიან, რომელსაც ზემოთ ხსენებული ნორმა არ
ეხება.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
ბეჭდვა