რუსები ახალი ნივის წარმოებისთვის ემზადებიან
რუსები ახალი ნივის წარმოებისთვის ემზადებიან
13.10.2014
რუსეთში ახალი თაობის Chevrolet Niva-ს წარმოებისთვის მზადება დაიწყო. ავტომობილი გასაყიდად 2016 წლის შუა პერიოდში გამოჩნდება.

ავტომობილისთვის დაიწყეს ახალი, 5-საფეხურიანი გადაცემათა და 2-საფეხურიანი გამანაწილებელი კოლოფის წარმოება. მუდმივი სრული ამძრაობა (4X4) და ცენტრალური ხიდის ბლოკირება ახალი თაობის ”ნივას” უგზოობაზე საიმედოდ სიარულის გარანტიას აძლევს.

სპეციალურად ამ ავტომობილის ძარის შესაქმნელად კომპანიამ ახალი დანადგარი დაამზადებინა. 20 დეტალის დამზადებას ეს 2000-ტონიანი, 7 რობოტისგან შემდგარი აპარატი წუთზე ნაკლებ დროს ანდომებს.

Auto Bild

ახალი თაობის ”ნივის” კონცეპტი პუბლიკას მოსკოვის 2014 წლის ავტოსალონზე წარუდგინეს. ავტომობილი სასიამოვნად გვაოცებს თავისი ახალი დიზაინით, რომელიც
ნაკლებსავარაუდოა სერიული წარმოების დროს შეიცვალოს. დიზაინი შეიმუშავა ჩეხმა ანდრეი კორომხაზმა, რომელიც მუშაობდა მეორე თაობის Chevrolet Aveo-ს ექსტერიერსა და ინტერიერზე.

ყველგანმავალში ჩააყენებენ 1.8-ლიტრიან EC8 ძრავებს, 135 ცხ. ძ. სიმძლავრით და 170 ნმ ბრუნის მომენტით.

იხილეთ ვიდეო:

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად