აბსურდი სათაურით ”ნივა ლენდ როვერს აძევებს” (+ VIDEO)
აბსურდი სათაურით ”ნივა ლენდ როვერს აძევებს” (+ VIDEO)
09.02.2015
”ბრიტანეთის ბაზრიდან "ლენდ როვერის" მარკის ავტომობილს რუსული წარმოების "ნივა" გამოაძევებს...” – ასე დაიწყო რამდენიმე დღის წინ სიუჟეტი პირველ არხზე . გაგრძელება კი ასეთი გახლდათ: ”ექსპერტთა პროგნოზით, "ლენდ როვერ დეფენდერი" ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, უმოკლეს ხანში დატოვებს ბრიტანეთს და მის გზებზე და ფერმებში სულ უფრო მეტი "ლადას" მიერ წარმოებული "ნივა" ივლის, რადგან ის კარგი გამძლეობისა და დაბალი ფასის გამო, უფრო მოთხოვნადია.”
Auto Bild
ვერ გეტყვით, რატომ თარგმნეს პირველ არხზე ბრიტანულ გაზეთ ”ექსპრესში” გამოქვეყნებული სტატიის სათაური ასე - ”ნივა ლენდ როვერს აძევებს” -
ფაქტი ის არის, რომ სათაურში და სიუჟეტის შინაარსში სერიოზული შეცდომაა დაშვებული. მართალია, მაყურებლების დიდ ნაწილს ეს სიუჟეტი შეცდომაში ვერ შეიყვანდა, რადგან ავტომობილებში გარკვეული ყველა ადამიანი მიხვდება, რომ რუსული ”ნივის” მიერ ბრიტანული ბაზრიდან ”ლენდ როვერ დეფენდერის” გამოძევება სრული აბსურდია, მაგრამ მაინც განვმარტოთ, რაშია საქმე:

გაზეთ ”ექსპრესში” გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იყო იმ ფაქტზე, რომ ”ნივა” რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანეთის ბაზარზე დაბრუნდა. ანუ, რუსულმა კომპანიამ ისევ გადაწყვიტა ”ნივის” ბრიტანეთის ბაზარზე გაყიდვა. რაც შეეხება ”ლენდ როვერთან” კავშირს: რუსებს და ”ნივას” ოფიციალურ დილერს ბრიტანეთში იმედი აქვს, რომ ავტომობილის სიიაფისა და
კარგი გამავლოვის გამო ბრიტანელი ფერმერები ”ნივას” იყიდიან. დილერი მარკ კეი სტატიაში იმედს გამოთქვამს, რომ რაკი კლასიკური ”ლენდ როვერ დეფენდერის” წარმოება დროებით შეწყდა, ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ”ნივას” გაყიდვებს ბრიტანეთში. სტატიაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ”ნივა” ”ლენდ როვერს” აძევებს, ან უკვე გამოაძევა...

”The dealer, from Blackheath in London, said he does not expect Lada Niva will replace the much-loved Defender but he has seen a lot of interest from farmers.” ვკითხულობთ სტატიაში, რომლის შინაარსიც ასე უნდა ითარგმნოს: ”დილერი არ ელოდება იმას, რომ ”ნივა” ბრიტანეთში ყველასათვის უსაყვარლეს ”დეფენდერს” შეცვლის, თუმცა მისი თქმით, საკმაოდ ბევრი ფერმერია დაინტერესებული.”

იხილეთ ინგლისური სტატიის სრული ვერსია: Return of the Lada

პირველ არხზე გასულ სიუჟეტს ”ლენდ როვერის” ოფიციალური დილერი საქართველოში, კომპანია ”ჯი-თი მოტორსი” გამოეხმაურა:

”გვინდა გამოვეხმაუროთ იმ სიუჟეტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავიდა ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე და რომლის მიხედვით, თითქოს რუსული წარმოების ''ნივა'' ბრიტანული ბაზრიდან გააძევებს ”ლენდ როვერის” მარკის ავოტომობილ ''დეფენდერს'', რომელიც თითქოს ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამოა.

ჩვენი კომპანია ''ჯი-თი მოტორსი'', რომელიც 2008 წლიდან გახლავთ ”ლენდ როვერის” ერთადერთი ექსკლუზიური დილერი საქართველოში, ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ვერაფრით აღიქვავს მას სერიოზულად. მიგვაჩნია, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო ფორმულირებაა.

Auto BildAuto Bild

საქმე იმაშია, რომ ''ნივა'' ბრუნდება ბრიტანულ ბაზარზე იმ დროს, როდესაც ახლანდელი დეფენდერის წარმოება დროებით წყდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ”იაგუარ ლენდ როვერი” ემზადება ახალი მოდელის გამოსაშვებად, რაც გაისად იგეგმება და მისი ძარა მთლიანად ალუმინისგან იქნება დამზადებული. გვინდა ასევე ავღნიშნოთ, რომ დეფენდერი რომელიც 40-იანი წლებიდან იწარმოება და თაოებებს ითვლის, იყო და მუდამ იქნება ბრიტანელების და არა მარტო ბრიტანელების ერთ ერთი საყვარელი და გამორჩეული ლეგენდარული ყველგანმავალი თავისი ტექნიკური მახასიათებლებით. ეს ავტომობილი შესანიშნავად გრძნობს თავს ექსპედიციების და თავგადასავლების დროს და ის მუდამ სრულყოფილად პასუხობდა და უპასუხებს თანამედროვე ეკოლოგიურ სტანდარტებს.

იხილეთ პირველ არხზე გასული სიუჟეტი:
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად