ჩინური გიგანტი უკვე საქართველოშია!
ჩინური გიგანტი უკვე საქართველოშია!
03.11.2015
“ჩანგანის” საავტომობილო ჯგუფი ჩინეთის 4 უმსხვილეს ავტომწარმოებელში შედის. მხოლოდ “ჩანგანს” აქვს ჩინეთის მასშტაბით ყველაზე დიდი გაყიდვების მაჩვენებელი, რომელიც 10 მილიონ ერთეულ ავტომობილს უტოლდება და ამ მაჩვენებლით ჩინეთში ლიდერი კომპანიაა.

”ჩანგანის” ისტორია 1862 წელს, ქალაქ ჩუნცინში იწყება, სადაც ჩამოყალიბდა პატარა საინჟინრო ქარხანა.Auto Bild
► 1949 წელს, რევოლუციის შემდეგ, ქარხანა სახელმწიფოს გადაეცა.
► 1958 წლიდან 1962 წლამდე ქარხანაში იწარმოებოდა კომპაქტური სამხედრო ყველგანმავლები.
► 1983 წელს შეიქმნა ერთობლივი საწარმო იაპონურ ფირმა Suzuki-სთან ერთად.
► 1995 წელს კომპანიამ მოიპოვა სახელმწიფო აღიარება და გახდა სახელმწიფო დონის
ტექნოლოგიების ცენტრი.
► 2001 წელს Changan-ის პარტნიორები გახდნენ წამყვანი საავტომობილო ფირმები : Ford და Mazda.

2002 წელს კი ჩამოყალიბდა უმსხვილესი საავტომობილო კორპორაცია Changan Automobile Group, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, შეექმნა საკუთარი ინოვაციების და განვითარების ცენტრი, სადაც დღეს 6 000-ზე მეტი უმაღლესი დონის თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის 400 უმაღლესი დონის ექსპერტი, 300 მოწვეული სპეციალისტი სხვადასხვა წამყვანი ევროპული ქვეყნიდან. ავტომობილების დიზაინის შექმნაზე სპეციალურად მოწვეული, იტალიელი სპეციალისტები მუშაობენ. დღეს ჩინეთის გარდა, Changan-ის კვლევითი ცენტრები უკვე განლაგებულია ინგლისში, იტალიაში, აშშ-სა და იაპონიაში.

Changan-ს ჩინეთში გააჩნია ექვსი გიგანტი სამრეწველო სრული
წარმოების ქარხანა, ბრენდის სამოდელო რიგი აერთიანებს 12 მსუბუქ-სამგზავრო და 20 კომერციულ ავტომობილს.

Auto BildAuto Bild

2020 წლისთვის კომპანია გეგმავს გაზარდოს წარმოება 4 მილიონ ერთეულამდე, მათ შორის არის სპეციალური საქალაქო ტრანსპორტი.

კომპანიის ლოგო (V კომპანიის ფორმის სიმბოლო ლურჯ ფონზე) წარმოადგენს სამი განზომილებით ბრენდის განვითარებას: მდიდარი წარსული, აწმყო და სტაბილური მომავალი. V კომპანიის ღირებულების და გამარჯვების სიმბოლოა, სტაბილურობის და დიდი ამბიციების სიმბოლიზმი.

ჩანგანი ყოველწლიურად ცდილობს, გააუმჯობესოს ავტომობილების ხარისხი და დიზაინი. ის ასევე ცდილობს, ავტომობილი მაქსიმალურად მოარგოს მომხმარებლის ინტერესებს. ბოლო პერიოდში ჩანგანმა გამოუშვა ისეთი მაღალი დონის ავტომობილები როგორებიცაა: CS 35, CS 75, Eado, Eado XT, Alsvin, Honor, Mini Benni, BenBen.

Auto BildAuto Bild

ყოველდღიურად 8 500-ზე მეტი ადამიანი ირჩევს ”ჩანგანის” ავტომობილს. ”ჩანგანი” ბოლო 8 წლის განმავლობაში საუკეთესო ჩინური ბრენდია გაყიდვების მაჩვენებლით. ჩანგანი მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებელზე, ზრუნავს პროდუქციის ხარისხის და სერვისის განვითარებაზე, ინოვაციების დანერგვაზე.

ჩინურ გიგანტს საქართველოში კომპანია ჯიემჯი წარმოადგენს, რომლის სალონშიც შესაძლებელია ჩანგანის უახლოესი მოდელების შეძენა სპეციალური პირობებით.

კომპანია ”ჯიემჯი” - ”ჩანგანის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი #122;
ტელ: 2 54-35-43; მობ: 592 52-75-27
www.changan.ge
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად