საქართველოში ბენტლი ოფიციალურად შემოდის!
საქართველოში ბენტლი ოფიციალურად შემოდის!
29.09.2017
სულ მალე თბილისში კიდევ ერთი მდიდრული საავტომობილო ბრენდის შოურუმი და სერვის-ცენტრი გაიხსნება - ლუქს-კლასის ავტომობილების წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ფლაგმანი, ბრიტანული ”ბენტლი” საქართველოში ოფიციალურად შემოდის!

Auto Bild

AUTO BILD-ის ინფორმაციით, ”ბენტლის” შოურუმი თბილისში 24 ნოემბერს, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე გაიხსნება. პირველივე დღიდან ”ბენტლის” შოურუმში წარმოდგენილი იქნება ისეთი განსაკუთრებული მოდელები, როგორებიცაა Bentley Continental GT, Bentley Flying Spur და Bentley Bentayga (W12 ძრავით).
  • ”ბენტლის” სერვის-ცენტრი მომხმარებელს, როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე მექანიკური თვალსაზრისით მომსახურების სრულ პაკეტს შესთავაზებს.
”ბენტლის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ”ომეგა ჯგუფი” გახდა - კომპანია, რომელიც საქართველოში
უკვე წარმოადგენს ისეთ საავტობილო ბრენდებს, როგორებიცაა BMW, ”მინი კუპერი”, ”მაზერატი”, ”შევროლე” და ”ოპელი”.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ფოტოგალერეაში
რომელი მოდელები იქნება წარმოდგენილი
ბენტლის თბილისის ცენტრში?

Auto BildAuto Bild
  • უოლტერ ოუენ ბენტლიმ ავტომობილების წარმოება 1919 წელს დაიწყო.
Auto Bildმისი სარბოლო ავტომობილები სამაგალითო იყო - 20-იან წლებში ”ბენტლი” ლე მანის რბოლებს ლეგენდარული შესაძლებლობებით იგებდა. 1931 წელს ”ბენტლი” გაკოტრდა და ”როლს-როისმა” შეისყიდა. მომდევნო 67 წლის განმავლობაში ”ბენტლის” მოდელების უმეტესობა ”როლს-როისების” იდენტური იყო, თუმცა კომპლექტაცია და შედარებით მოკრძალებული ცხაურა ”ბენტლის” სპორტულ წარმოშობას და სპორტულობისკენ მიდრეკილებას გამოხატავდა.

1998 წელს ”ფოლკსვაგენის” კონცერნმა ”როლს-როისი” და, შესაბამისად, ”ბენტლიც” იყიდა,
რის შემდეგაც თავიდან მანამდე შემუშავებულ მოდელებს (Arnage, Azure და Brooklands) აწარმოებდა. 2000 წლიდან ”როლს-როისი” BMW-ს კონცერნის მფლობელობაში გადავიდა, ”ბენტლი” კი ”ფოლკსვაგენის” კონცერნში დარჩა.

2003 წელს, Continental GT-ს სახით, ”ფოლკსვაგენის” კონცერნში შემუშავებული პირველი ”ბენტლი” გამოვიდა, რომელიც VW Phaeton-ის ტექნიკურ პლატფორმაზე შეიქმნა. დღეისათვის Continental GT-ს ძრავებია 4,0-ლიტრიანი V8-Biturbo 507 ცხენის ძალით და ვერსია GT Speed, რომელსაც 6,0-ლიტრიანი W12-Biturbo და 625 ცხენის ძალა აქვს. იდენტურადაა მოტორიზებული Continental GTC და GT-ს კაბრიო-ვერსია.

კლასიკური სედანების მოყვარულთათვის ”ბენტლის” Mulsanne ჰყავს - ეს არის ერთადერთი ახალი ”ბენტლი”, რომლის მაქსიმალური სისწრაფე 300 კმ/სთ-ზე ნაკლებია (296 კმ/სთ). განსაკუთრებით კომფორტულია მოდელი Flying Spur, რომელიც Continental Speed-ის W12 ძრავითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება ”ბენტლის” პირველ ქროსოვერ ”ბენტაიგას” – AUTO BILD-ის ერთგული მკითხველები მას კარგად იცნობთ, მაგრამ მაინც: აი, როგორი ავტომობილია და როგორ დადის ის - იხილეთ სტატია: ყველაფერი ”ბენტლი ბენტაიგას” შესახებ.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ფოტოგალერეაში
რომელი მოდელები იქნება წარმოდგენილი
ბენტლის თბილისის ცენტრში?

Auto BildAuto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ბენტლი SUV-კლასის მწვერვალზე - გაიცანით ბენტაიგა
Auto Bild


მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის სუპერ-SUV-ების შედარება
Auto Bild


როგორი იქნება ბენტლის X6?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ერთ-ერთი უძვირფასესი ბენტლი
Auto Bild


გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
Auto Bild


10 ყველაზე სწრაფი SUV
Auto Bild


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად