AUTO BILD-ის ინფორმაციით, ”ბენტლის” შოურუმი თბილისში 24 ნოემბერს, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე გაიხსნება. პირველივე დღიდან ”ბენტლის” შოურუმში წარმოდგენილი იქნება ისეთი განსაკუთრებული მოდელები, როგორებიცაა Bentley Continental GT, Bentley Flying Spur და Bentley Bentayga (W12 ძრავით).
- ”ბენტლის” სერვის-ცენტრი მომხმარებელს, როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე მექანიკური თვალსაზრისით მომსახურების სრულ პაკეტს შესთავაზებს.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია ფოტოგალერეაში
რომელი მოდელები იქნება წარმოდგენილი
ბენტლის თბილისის ცენტრში?
- უოლტერ ოუენ ბენტლიმ ავტომობილების წარმოება 1919 წელს დაიწყო.
1998 წელს ”ფოლკსვაგენის” კონცერნმა ”როლს-როისი” და, შესაბამისად, ”ბენტლიც” იყიდა, რის შემდეგაც თავიდან მანამდე შემუშავებულ მოდელებს (Arnage, Azure და Brooklands) აწარმოებდა. 2000 წლიდან ”როლს-როისი” BMW-ს კონცერნის მფლობელობაში გადავიდა, ”ბენტლი” კი ”ფოლკსვაგენის” კონცერნში დარჩა.
2003 წელს, Continental GT-ს სახით, ”ფოლკსვაგენის” კონცერნში შემუშავებული პირველი ”ბენტლი” გამოვიდა, რომელიც VW Phaeton-ის ტექნიკურ პლატფორმაზე შეიქმნა. დღეისათვის Continental GT-ს ძრავებია 4,0-ლიტრიანი V8-Biturbo 507 ცხენის ძალით და ვერსია GT Speed, რომელსაც 6,0-ლიტრიანი W12-Biturbo და 625 ცხენის ძალა აქვს. იდენტურადაა მოტორიზებული Continental GTC და GT-ს კაბრიო-ვერსია.
კლასიკური სედანების მოყვარულთათვის ”ბენტლის” Mulsanne ჰყავს - ეს არის ერთადერთი ახალი ”ბენტლი”, რომლის მაქსიმალური სისწრაფე 300 კმ/სთ-ზე ნაკლებია (296 კმ/სთ). განსაკუთრებით კომფორტულია მოდელი Flying Spur, რომელიც Continental Speed-ის W12 ძრავითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება ”ბენტლის” პირველ ქროსოვერ ”ბენტაიგას” – AUTO BILD-ის ერთგული მკითხველები მას კარგად იცნობთ, მაგრამ მაინც: აი, როგორი ავტომობილია და როგორ დადის ის - იხილეთ სტატია: ყველაფერი ”ბენტლი ბენტაიგას” შესახებ.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია ფოტოგალერეაში
რომელი მოდელები იქნება წარმოდგენილი
ბენტლის თბილისის ცენტრში?
ასევე დაგაინტერესებთ:
ბენტლი SUV-კლასის მწვერვალზე - გაიცანით ბენტაიგა
მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის სუპერ-SUV-ების შედარება
როგორი იქნება ბენტლის X6?
ასევე იხილეთ:
ერთ-ერთი უძვირფასესი ბენტლი
გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
10 ყველაზე სწრაფი SUV