ლამაზი კომბის სახელია Shooting Brake
ლამაზი კომბის სახელია Shooting Brake
20.05.2019
ახალი Mercedes CLA Shooting Brake, რომელსაც A-კლასის ტექნიკა აქვს, არის კომბი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც კომბი არ სჭირდებათ. ანუ, საკმაოდ cool ტიპია, მაგრამ მხოლოდ სანახევროდ პრაქტიკული. 

მერსედესი საკმაოდ ხშირად ქმნის ისეთ ავტომობილებს, რომლებზეც არც კი ვიცით, რომ გვჭირდება. CLA Shooting Brake სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოდელია. ეს არის მართლაც ძალიან ლამაზი უნივერსალი მათთვის, ვისაც უნივერსალი არ სჭირდება. არა, არა, აქ ძველ მოდელს არ ვგულისხმობთ, რომელსაც აბსოლუტურად ლოგიკურად უწოდებდნენ ბორბლებზე შემდგარ ბანანს და რომელიც 4 წლის წინ გამოვიდა. ვგულისხმობთ მანქანას, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ: 
ეს არის ახალი Mercedes CLA Shooting Brake, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი კომბი.

Auto Bild

ოღონდ, ეს ისეთი უნივერსალია, რომელსაც საბარგულის მოცულობის მხრივ რეკორდები არ უნდა მოსთხოვოთ. OK, მაგრამ აბა რა უნდა მოვთხოვოთ უნივერსალს? მერსედესს სურს, რომ სილამაზე მოვთხოვოთ. კი ბატონო, ახალი Shooting Brake შესანიშნავად გამოიყუება და უკან დახრილი სახურავით ნახევრად კუპე და ნახევრად კომბია. თუმცა, უნივერსალზე საუბრისას საბარგულის მოცულობას გვერდს მაინც ვერავინ აუვლის. 505-ლიტრიანი საბარგული წინა მოდელისაზე 10 ლიტრით მეტს ნიშნავს და ესეც საქმეა. სიგანე 87 სანტიმეტრი გახლავთ - 24-ით მეტი, ვიდრე
2015 წლის მოდელს ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ Shooting Brake ახლა არა მხოლოდ უფრო ლამაზი, არამედ ოდნავ უფრო პრაქტიკულიც გახდა. ეს ავტომობილის სიგრძის დამსახურებაცაა, რომელიც 4,69 მეტრამდე, 5 სანტიმეტრით გაიზარდა. 3 სანტიმეტრითაა გაზრდილი თვლების ბაზა და სალონში ყველგან უფრო მეტი სივრცეა. უკან ისეთი გოგონები და ბიჭები მოთავსდებიან კომფორტულად, რომელთა სიმაღლე 1,85 მეტრს არ აღემატება. სავარძლები სამაგალითოა. აი, საბარგულის კანტზე კი იმავეს ვერ ვიტყვით, რადგან ძალიან მაღალია და იქ საკუთარი სურვილით მხოლოდ განსაკუთრებით თამამი ძაღლები შეხტებიან.

Auto Bild

ყველაფერს, რასაც ვხედავთ და ვეხებით, ასევე A-კლასიდან ვიცნობთ, რადგან ზუსტად ისე, როგორც CLA Coupe, რომელიც მერსედესმა იანვარში ლას ვეგასში წარმოადგინა, ახალი CLA Shooting Brake-იც ახალი Baby-Benz-ის წინაამძრავიან პლატფორმაზე დგას. და ალბათ უკვე მიხვდით, რომ ამ მოდელშიც შეგიძლიათ მიმართოს საკუთარ მანქანას სიტყვებით "ჰეი, მერსედეს!" მერე კი მისცეთ ხმოვანო ბრძანებები ნავიგაციის, ტემპერატურის და მუსიკის შესახებ. საქმე ისაა, რომ ამ მოდელშიც არის უჭვიანესი სისტემა MBUX.

Auto Bild

ახალი CLA Shooting Brake უნგრეთში იწარმოება და მერსედესის შოურუმებში სექტემბრიდან გამოჩნდება. "ჰეი, მერსედეს, რა ღირს ეს სიამოვნება?" MBUX ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, AUTO BILD-ს კი შეუძლია: ძველი CLA 180 Shooting Brake 122 ცხენის ძალით დაახლოებით 30 000 ევრო ღირდა. როგორც CLA Coupe-ს შემთხვევაში მოხდა, შვაბები ფასს აქაც დაახლოებით 1000 ევროთი გაზრდიან და ამ ფასად 122-ს კი არა, უკვე 136 ცხენის ძალას მიიღებთ.

ბანანი ბენცი? ეგ გუშინ იყო! ახალი CLA Shooting Brake ლამაზი კომბია. 

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად