Mitsubishi შეწყვეტს ლეგენდარული Pajero-ს წარმოებას
Mitsubishi შეწყვეტს ლეგენდარული Pajero-ს წარმოებას
23.07.2020
იაპონური კონცერნი Mitsubishi Motors აპირებს 2021 წლიდან შეწყვიტოს ყველგანმავალი Pajero-ს წარმოება, რომელამც თავის დროზე კომპანიას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. აღნიშნულის შესახებ იაპონური გაზეთი Nikkei წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანია ამ დროისთვის ამუშავებს გეგმას დახუროს შვილობილი საწარმო  Pajero Manufacturing, რომელიც მდებარეობს გიფუს პრეფექტურაში. Pajero-ს გარდა ამ ქარხანაში ასევე აწარმოებენ ქროსოვერს Outlander და მინივენს Delica. წლიურად ეს საწარმო 63 ავტომობილს უშვებს, რაც კომპანიის ჯამური სიმძლავრის 10%-ია.

Pajero-ს წარმოება 2019 წელს იაპონიის ბაზრისთვის შეწყდა და მას მხოლოდ საექსპორტოდ აწარმოებდნენ, ახლა კი იმის გამო, რომ მოდელზე მოთხოვნა
მცირდება, Mitsubishi Motors-მა გადაწყვიტა საერთოდ შეწყვიტოს მისი წარმოება. გიფუს ქარხნის დახურვის შემდეგ კი Outlander და Delica მოდელების წარმოება სხვა ქარხანაში გადაინაცვლებს.

პირველი თაობის Pajero ტოკიოს ავტოსალონზე 1981 წელს წარმოადგინეს და მისი წარმოება მომდევნო წლიდან დაიწყო. პირველად მოდელი სამი კარით გამოდიოდა, თუმცა 1983 წლიდან უკვე ხუთკარიანი ვარიანტიც გამოჩნდა. მთელი წარმოების მანძილზე ამ მოდელის 3,2 მილიონი ეგზემპალრია გაყიდული.


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად