ცნობილია როდის გამოვა ულტრა-გრძელი Maybach S-Class და სუპერმძლავრი AMG S73e
ცნობილია როდის გამოვა ულტრა-გრძელი  Maybach  S-Class და სუპერმძლავრი AMG S73e
05.09.2020
მხოლოდ რამდენიმე დღეს გავიდა მას შემდეგ რაც ოფიციალურად წარმოადგინეს ახალი თაობის Mercedes S-Class, ახლა კი უკვე ვრცელდება ინფორმაცია ამ მოდელის ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტების Maybach-ისა და ყველაძე მძლავრი AMG ვარიანტების გამოსვლაზე.

როგორც ბიტანული პრესა წერს, მდიდრული Maybach-ის პრემიერა ნოემბერში, გუანჩჟოუს საავტომობილო გამოფენაზე გაიმართება, როგორც ცნობილია სწორედ ჩინეთის ბაზარზე აქვს ამ ვარიანტს ყველაზე დიდი გასაღება, მას შემდეგ რაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო კომპანიამ მისი წარმოება, როგორც S-Class-ის ერთ-ერთი ვერსიის და არა ცალკე ბრენდის.

ისიც ხდება ცნობილი, რომ Maybach S-Class იქნება ერთადერთი მოდელი ბრენდის
გამაში რომელიც შეინარჩუნებს ორმაგად ტურბირებულ 6.0 ლიტრიან V12 ძრავს, რომელიც 621 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარეგნუალდ ის უფრო გრძელი იქნება სტანდარტულ მოდელებზე და რათქმაუდნა უფრო მდიდრულიც. ბრიტანელები წერენ, რომ ის ძალიან განსხვავებული იქნება სტანდარტული მოდელებისგან. სხვა დეტალები ამ კონრკეტულ მოდელზე ჯერ უცნობია.

რაც შეეხება S-Class-ის ყველაზე მძლავრ AMG ვარიანტებს, ცნობილია, რომ V12-ით აღჭურვილი S65 არ გამოვა, თუმცა მის ნაცვლად ვიხილავთ ორ მოდელს S63e და S73e ვარიანტებს. ორივე მათგანი იქნება ჰიბრიდული, თუცმა განსხვავებული სიმძლავრეებით, S63e 4.0-ლიტრიანი V8 ძრავიდან მიღებულ სიმძლავრეს მიუმატებს ელექტროძრავიდან გამომუშავებულ 134 ცხენის ძალას და ჯამურად
700 ცხენის ძალას გამოსცემს, ხოლო ტოპ-ვარიანტი ელექტროდან 201 ცხენს მიიღებს და ჯამურად 805 ცხენის ძალას გამოსცემს, რაც ამ კლასისთვის რეკროდულად მაღალი მაჩვენებელი იქნება.

ორივე AMG მოდელზე მუშაობა ბოლო სტადიაზეა და მათ გამოჩენას მომავალი წლის გაზაფხულზე უდნა ველოდოთ.

ნუ დაგვავიწყდება რომ S-Class-ის კიდევ ერთი ვარიანტი მზადდება, ეს არის სრულიად ელექტრო ვერსია EQS, როემლსაც ასევე მომავალ წელს უნდა ველოდოთ.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად