ვემშვიდობებით ბუგატი ვეირონს!
ვემშვიდობებით ბუგატი ვეირონს!
10.02.2015
ეს ყველასათვის საოცნებო ავტომობილია - მანქანა, რომლითაც სუპერვარსკვლავები დადიან და რომელზეც ნებისმიერი ავტომობილისტი ოცნებობს . მაქსიმალური სისწრაფე? 403-დან 415 კმ/სთ-მდე! ფასი? 1,2-დან 2,35 მილიონ ევრომდე! სიმძლავრე? 1001-დან 1200 ცხენის ძალამდე! ერთი სიტყვით, „ბუგატი ვეირონი“ ჰიპერ-სუპერ-სპორტული ავტომობილია!
Auto Bild
ახლა კი, კერძოდ ჟენევის ავტოშოუზე, რომელიც 5-დან 15 მარტამდე ჩატარდება, ავტოინდუსტრიაში ერთი უდიდესი ერა დასრულდება - „ბუგატი ვეირონის“ ერას ვგულისხმობთ. ერა, რომელიც მოიცავს 300 საოცნებო კუპეს, 150 გრანდიოზულ კაბრიოლეტსა და არაერთ ისეთ ზონდერმოდელს, როგორიცაა მაგალითად ექსკლუზიური ვერსია „Les Légendes de Bugatti“, რომლის ფასი 2,13-დან
2,35 მილიონ ევრომდეა.

„ფოლკსვაგენის“ კონცერნს ჯამში 450 „ბუგატის“ გაყიდვამ 800 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი მოუტანა - ანუ, 450 „ბუგატიმ“ მოიტანა ის, რასაც მინიმუმ 45 325 „ფოლკსვაგენ გოლფის“ გაყიდვა სჭირდება. მინიმუმს იმიტომ ვამბობთ, რომ „გოლფის“ საწყისი ფასი 17 650 ევროა.

Auto Bild

მართალია, „ფოლკსვაგენის“ კონცერნმა „ბუგატის“ გაყიდვებით მოგება მაინც ვერ ნახა, მაგრამ ეს არც იყო მოსალოდნელი - ამ სუპერ-ბრენდს „ფოლკსვაგენის“ კონცერნისთვის პირველ რიგში საიმიჯო დატვირთვა ჰქონდა. 2005 წელს, Veyron 16.4-ის წარდგენისას, „ბუგატის“ იმჟამინდელი შეფი თომას ბშერი ამბობდა კიდეც, ეს ავტომობილი კონცერნისთვის პირველ რიგში პრესტიჟის საქმეაო. მაშინ „ბუგატი“ მხოლოდ
300 ეგზემპლარის წარმოებას გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ „ფოლკსვაგენის“ კონცერნმა „ბუგატი“ 1998 წელს გადაიბირა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის VW-ს დირექტორთა საბჭოს თავმდჯომატე ფერდინანდ პიოხს.

Auto Bild
ფირმის დამაარსებელი ეტორე ბუგატი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში

თავად მარკა „ბუგატი“ კი 1909 წელს იტალიელმა ეტორე ბუგატიმ დაარსა და მარკამ ძალიან სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა. მას მერე სიტყვა „ბუგატი“ სრულყოფილ საავტომობილო ტექნიკასთან და ესთერიკურ დიზაინთან ასოცირდება. სწორედ ეს იყო „ფოლკსვაგენის“ კონცერნის მოტივაცია 2005 წელს, როცა წარმოადგინეს Veyron 16.4, რომელსაც 16-ცილინდრიანი ძრავა და 1001-ცხენისძალიანი სიმძლავრე ჰქონდა, საწყისი ფასი კი 1,2 მილიონი ევრო გახლდათ. მანამდე არ არსებობდა სხვა მანქანა, რომელიც ამ მოდელს დიზაინით ან სიმძლავრით შეედარებოდა.

Auto BildAuto Bild
კაცი, რომელმაც „ბუგატი“ მსოფლიოს გააცნო: ფრანგი მრბოლელი Louis Chiron

Auto Bild
Bugatti 57SC Atlantic (1936-1938)

Auto Bild
Bugatti Typ 51 (1931 - 1934)

Auto Bild
Bugatti Type 41 Royale (1926 - 1933)

Auto Bild
ასეთი იქნება "ვეირონის" შემცვლელი Bugatti Chiron

იმ ფაქტს, რომ ეს სპორტული ავტომობილი სულ სხვა ლიგაში თამაშობს, თუნდაც მისი რეკორდები დაადასტურებს. 2013 წლის აპრილიდან Grand Sport Vitesse მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული როდსტერია (408,84 კმ/სთ). 2010 წელს Veyron 16.4 Super Sport-მა 431,072 კმ/სთ განავითარა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის ტიტული მოიპოვა.

ამრიგად, 10-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ „ვეირონის“ ერა მთავრდება, მაგრამ არ მთავრდება თავად ლეგენდა, რომელსაც „ბუგატი“ ჰქვია: მას ახალი Bugatti Chiron შეცვლის.

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად