ასეთი ჯიპით ან პიკაპით შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან ადვილია
და, ცხადია, ამიტომაც უყვართ ასეთი ავტომობილები. მონსტრ ”ჯიპებს” ლამის საბაზო კომპლექტაციაშიც კი მოყვებათ ოფცია სახელწოდებით ”გზა გაათავისუფლეთ, მოვდრივარ!” თუმცა დატიუნინგებული და კიდევ უფრო გამონსტრებული ყველგანმავლებისა და პიკაპების ამბავი კიდევ უფრო მძაფრი და მაინც ცალკე სალაპარაკო თემაა.
დიდი ჯიპები ყველაზე მეტად ამერიკაში უყვართ და შესაბამისად, სწორედ ამერიკაშია უამრავი ”საჯინიბო”, სადაც Ram-ის მონსტრებს, ”ფორდის” F-სერიებს ან GMC-ის უდიდეს ”გემებს” ათწლეულების მანძილზე ამუშავებენ და მათგან კიდევ უფრო მძლავრი და შთამბეჭდავი მონსტრები გამოჰყავთ. XXL ზომის ყველგანმავლების მოყვარულთა
სურვილების დასაკმაყოფილებლად ამერიკაში ისეთი ტიუნერები მუშაობენ, როგორებიც არიან Exclusive Motoring, American Force Wheels ან Fuel Offroad.
მოდით, ერთად გადავხედოთ
მათ ნამუშევრებს.
იხილეთ ფოტოგალერეა:
► მონსტრი ჯიპები ამერიკიდან