ბენტლი ბენტაიგა: ყველაზე სწრაფი SUV მსოფლიოში! (+ VIDEO)
ბენტლი ბენტაიგა: ყველაზე სწრაფი SUV მსოფლიოში! (+ VIDEO)
03.09.2015
”ბენტლის” მდიდრული SUV, რომელსაც მთელი ავტოსამყარო მოუთმენლად ელოდება, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული SUV იქნება! Bentley Bentayga, რომლის ოფიციალური პრემიერა ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგება, მინიმუმ 300 კმ/სთ-ს განავითარებს - ბრიტანელები ირწმუნებიან, რომ მეტიც შეეძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”ბენტლის” ეს მდიდრული ”გემი” სერიულ SUV-ებში ყველაზე სწრაფი იქნება.

Auto Bild

შედარებისთვის: BMW X5 M-ის მაქსიმალური სიჩქარე 275 კმ/სთ-ია, Porsche Cayenne Turbo S მაქსიმუმ 284 კმ/სთ-ს ახერხებს, Bentley Bentayga კი მაქსიმალური სისწრაფის კრიტერიუმში ორივეს აჯობებს. ეს ავტომობილი 2016 წლიდან გაიყიდება და მისი ასეთი სისწრაფის მთავარი
მიზეზი სრულიად განახლებული, 12-ცილინდრიანი, 6 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავაა. ამ აგრეგატის სიმძლავრე 600 ცხენის ძალა გახლავთ, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 800 ნმ. Bentayga 100 კმ/სთ-მდე 5 წამში უნდა აჩქარდეს. 80 კმ/სთ-მდე მაქსიმალური კლირენსით ივლის, 160 კმ/სთ-დან კლირენსი ავტომატურად დაიწევს, მერე კი, 240 კმ/სთ-ის შემდეგ კიდევ შემცირდება.

Auto Bild

Bentley Bentayga-მ ტექნიკის დიდი ნაწილი Audi Q7-სგან მიიღო. Bentayga-ს სავარაუდო მინიმალური ფასი 200 000 ევროა.

იხილეთ ვიდეოები:





ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად