მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს! ფრანკფურტის ავტოშოუზე, SUV-კლასში სტილის მეფე შეიცვალა - 45-წლიანი ჰეგემონიის შემდეგ, Range Rover-მა ტახტი დათმო. გაიცანით ახალი მეფე: Bentley Bentayga, რომელიც ყველა დისციპლინაში ”რენჯზე” წინ დგას!
მდიდრული Bentayga: ტიპური ”ბენტლი” და ყველაზე სწრაფი სერიული SUV
”ბენტლი” ამიერიდან გვთავაზობს ვიზუალურად შესაძლოა შედარებით მოსაწყენი, მაგრამ ტექნიკურად სრულყოფილი Audi Q7-ის ბაზაზე შექმნილ ყველაზე ექსკლუზიურ
თავისი მაქსიმალური სისწრაფით, რაც 301 კმ/სთ-ია, ეს ბრიტანელი ტირანოზავრი თვით ისეთ ბრწყინვალე ავტომობილებსაც კი სჯობნის, როგორებიცაა Porsche Carrera (293 კმ/სთ) და Mercedes S 63 AMG (300 კმ/სთ). მიუხედავად იმისა, რომ 2,4 ტონას იწონის, ორმაგტურბინიანი Bentayga 100 კმ/სთ-მდე თითქმის დაუჯერებელ დროში, 4,1 წამში ჩქარდება! ამ შედეგით ის უფრო სწრაფია, ვიდრე უმძაფრესი სპორტქარები, Porsche 911 ან BMW i8. თანაც, მიუხედავად სიმაღლისა, მოსახვევებშიც სპორქარივით სწრაფია ამასთან, Bentayga პირველი სერიული ავტომობილია, რომელსაც 48-ვოლტიანი ელექტროსიმძლავრით აქტივირებული სტაბილიზაციის სისტემა აქვს.
ჯდომის კომფორტი უკანაც ისეთივე სასწაულია, როგორც წინა სავარძლებზე. 5-ადგილიანიც ხელმისაწვდომია
მართალია, 200 000-ევროიანი სრულამძრავიანი ავტომობილით უგზოობაზე გადასვლას თითქმის ვერავინ გაბედავს, მაგრამ თუ დაჭირდა, არც ესაა პრობლემა. ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული მთავარი გადამრთველი სწორედ ოფროუდ-შესაძლებლობების ოპტიმირებას ემსახურება - მფლობელის განკარგულებაში იქნება ქვიშის (დუბაი), თოვლის (ზანქტ მორიტცი, შვეიცარია) ან სველი ბალახის (უიმბლდონი) რეჟიმები.
ინტერიერში თითქმის ყველაფერი საუკეთესო ტყავითაა მორთული, რაც ”ბენტლისთვის” ჩვეულებრივი ამბავია. როიალის შავი ლაქი და ალუმინის შესანიშნავი დეკორაციები კი მთელ სურათს საბოლოო, სრულყოფილ იერს სძენს. მგზავრების კაბინა უფრო გრძელია, ვიდრე მაგალითად Rolls-Royce Ghost LWB-ში და უკანა განყოფილებაში მაშინაც კი საკმარისზე მეტი სივრცეა, როდესაც მძღოლის სავარძელი ბოლომდე უკანაა გაწეული. მასაჟორი სავარძლები კი იმაზე მეტ ვარიაციებს გვთავაზობენ, ვიდრე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სპა.
Bentley Bentayga 2,4 ტონას იწონის. რომ არა ალუმინის სტრუქტურა, წონა 326 კილოგრამით მეტი იქნებოდა
”ბენტლი” გვეუბნება, რომ საწვავის საშუალო ხარჯი 12,8 ლიტრი უნდა იყოს და ეს ბენზინის W12-ძრავას ეხება. ცხადია, რომ დაპირება დიზელის 8-ცილინდრიანი ძრავისა და 6-ცილინდრიანი Plug-in-ჰიბრიდის შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იქნება. Bentayga-ს ყველა ვერსიას ერთი საერთო აქვს: ხელმოწერა “B” უკანა მაშუქებში. ეს იმისთვის, რომ თუკი ავტობანზე სისწრაფეში დიდი განსხვავების გამო მისი ცნობა გაგიჭირდებათ, ამით მაინც მიხვდეთ, რომ ავტომობილი, რომელმაც გაგასწროთ, ”ბენტლია”.
დასკვნა
ახალ Bentayga-ზე, რა თქმა უნდა, ბევრს იკამათებენ გამონაბოლქვისა და სხვა ამგვარი რამერმეების გამო. მაგრამ თუ ვინმესთვის მდიდრული ავტომობილი მისაღებია, უნდა აღიაროს, რომ ეს მანქანა სრულყოფილია.
ბერნდ ვილანდი,
გერმანული AUTO BILD-ის მთავარი რედაქტორი
ტექნიკური მონაცემები
ძრავა: W12, Biturbo; მოცულობა: 5998 სმ3; სიმძლავრე: 447 კვტ (608 ცხ. ძ) 5250 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 900 ნმ/1250; მაქს. სიჩქარე: 301 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,1 წამში; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 85 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5141/1998/1742 მმ; წონა: 2422 კგ; საწვავის ხარჯი (EU-შერეული): 12,8 ლ. Super plus/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი (CO2): 292 გ/კმ-ზე; ფასი: დაახ. 200 000 ევრო
იხილეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
იხილეთ გალერეა:
მომავალი მდიდრული SUV-ები