ბენტლი SUV-კლასის მწვერვალზე! (+ VIDEO)
ბენტლი SUV-კლასის მწვერვალზე! (+ VIDEO)
23.10.2015
დიდხანს ველოდით და აი ისიც: Bentayga, რომლითაც ”ბენტლი” პირდაპირ SUV-კლასის სათავეში მოექცა. 900-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით და 301 კმ/სთ მაქსიმალური სისწრაფით ეს ავტომობილი ყველა თანაკლასელზე წინ დგას!

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს! ფრანკფურტის ავტოშოუზე, SUV-კლასში სტილის მეფე შეიცვალა - 45-წლიანი ჰეგემონიის შემდეგ, Range Rover-მა ტახტი დათმო. გაიცანით ახალი მეფე: Bentley Bentayga, რომელიც ყველა დისციპლინაში ”რენჯზე” წინ დგას!

Auto Bild
მდიდრული Bentayga: ტიპური ”ბენტლი” და ყველაზე სწრაფი სერიული SUV

”ბენტლი” ამიერიდან გვთავაზობს ვიზუალურად შესაძლოა შედარებით მოსაწყენი, მაგრამ ტექნიკურად სრულყოფილი Audi Q7-ის ბაზაზე შექმნილ ყველაზე ექსკლუზიურ
სერიულ SUV-ს 22-დუიმიან დისკებზე. ჩვენ წინაშეა სრულიად ახალი, ბენზინის 6-ლიტრიანი W12-ძრავა 608 ცხენის ძალით და 900-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით (1250 ბრუნიდან!) და ეს ავტომობილი ამგვარი შესაძლებლობებით ყველა ამჟამინდელ SUV-ვარსკვლავებს ჩრდილავს. ჯერ მარტო W12-ის განუმეორებელი ხმა აღგაფრთოვანებს - შთამბეჭდავად ჟღერადი და ამავდროულად ტურბინისებურად უხმაურო. და გთავაზობს ისეთ სტილსა და თავისუფლებას, როგორსაც ამ კლასის სხვა ვერცერთი ავტომობილი ვერ შემოგთავაზებს.

თავისი მაქსიმალური სისწრაფით, რაც 301 კმ/სთ-ია, ეს ბრიტანელი ტირანოზავრი თვით ისეთ ბრწყინვალე ავტომობილებსაც კი სჯობნის, როგორებიცაა Porsche Carrera (293 კმ/სთ) და Mercedes S 63 AMG (300 კმ/სთ). მიუხედავად იმისა,
რომ 2,4 ტონას იწონის, ორმაგტურბინიანი Bentayga 100 კმ/სთ-მდე თითქმის დაუჯერებელ დროში, 4,1 წამში ჩქარდება! ამ შედეგით ის უფრო სწრაფია, ვიდრე უმძაფრესი სპორტქარები, Porsche 911 ან BMW i8. თანაც, მიუხედავად სიმაღლისა, მოსახვევებშიც სპორქარივით სწრაფია ამასთან, Bentayga პირველი სერიული ავტომობილია, რომელსაც 48-ვოლტიანი ელექტროსიმძლავრით აქტივირებული სტაბილიზაციის სისტემა აქვს.

Auto Bild
Auto Bild
ჯდომის კომფორტი უკანაც ისეთივე სასწაულია, როგორც წინა სავარძლებზე. 5-ადგილიანიც ხელმისაწვდომია

მართალია, 200 000-ევროიანი სრულამძრავიანი ავტომობილით უგზოობაზე გადასვლას თითქმის ვერავინ გაბედავს, მაგრამ თუ დაჭირდა, არც ესაა პრობლემა. ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული მთავარი გადამრთველი სწორედ ოფროუდ-შესაძლებლობების ოპტიმირებას ემსახურება - მფლობელის განკარგულებაში იქნება ქვიშის (დუბაი), თოვლის (ზანქტ მორიტცი, შვეიცარია) ან სველი ბალახის (უიმბლდონი) რეჟიმები.

ინტერიერში თითქმის ყველაფერი საუკეთესო ტყავითაა მორთული, რაც ”ბენტლისთვის” ჩვეულებრივი ამბავია. როიალის შავი ლაქი და ალუმინის შესანიშნავი დეკორაციები კი მთელ სურათს საბოლოო, სრულყოფილ იერს სძენს. მგზავრების კაბინა უფრო გრძელია, ვიდრე მაგალითად Rolls-Royce Ghost LWB-ში და უკანა განყოფილებაში მაშინაც კი საკმარისზე მეტი სივრცეა, როდესაც მძღოლის სავარძელი ბოლომდე უკანაა გაწეული. მასაჟორი სავარძლები კი იმაზე მეტ ვარიაციებს გვთავაზობენ, ვიდრე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სპა.

Auto Bild
Bentley Bentayga 2,4 ტონას იწონის. რომ არა ალუმინის სტრუქტურა, წონა 326 კილოგრამით მეტი იქნებოდა

”ბენტლი” გვეუბნება, რომ საწვავის საშუალო ხარჯი 12,8 ლიტრი უნდა იყოს და ეს ბენზინის W12-ძრავას ეხება. ცხადია, რომ დაპირება დიზელის 8-ცილინდრიანი ძრავისა და 6-ცილინდრიანი Plug-in-ჰიბრიდის შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იქნება. Bentayga-ს ყველა ვერსიას ერთი საერთო აქვს: ხელმოწერა “B” უკანა მაშუქებში. ეს იმისთვის, რომ თუკი ავტობანზე სისწრაფეში დიდი განსხვავების გამო მისი ცნობა გაგიჭირდებათ, ამით მაინც მიხვდეთ, რომ ავტომობილი, რომელმაც გაგასწროთ, ”ბენტლია”.

დასკვნა
ახალ Bentayga-ზე, რა თქმა უნდა, ბევრს იკამათებენ გამონაბოლქვისა და სხვა ამგვარი რამერმეების გამო. მაგრამ თუ ვინმესთვის მდიდრული ავტომობილი მისაღებია, უნდა აღიაროს, რომ ეს მანქანა სრულყოფილია.
ბერნდ ვილანდი,
გერმანული AUTO BILD-ის მთავარი რედაქტორი

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები
ძრავა: W12, Biturbo; მოცულობა: 5998 სმ3; სიმძლავრე: 447 კვტ (608 ცხ. ძ) 5250 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 900 ნმ/1250; მაქს. სიჩქარე: 301 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,1 წამში; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 85 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5141/1998/1742 მმ; წონა: 2422 კგ; საწვავის ხარჯი (EU-შერეული): 12,8 ლ. Super plus/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი (CO2): 292 გ/კმ-ზე; ფასი: დაახ. 200 000 ევრო

იხილეთ ვიდეო:



ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
Auto Bild


იხილეთ გალერეა:
მომავალი მდიდრული SUV-ები

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად