ჯიპი, რომელიც ტრადიციებს და ისტორიას აგრძელებს (+ VIDEO)
ჯიპი, რომელიც ტრადიციებს და ისტორიას აგრძელებს (+ VIDEO)
17.12.2015
SUV-კლასის პოპულარობას საზღვარი არა აქვს, თუმცა SUV-ების აბსოლუტურ უმრავლესობას თითქმის არაფერი აქვს საერთო ხეირიან ყველგანმავალთან. Sports Utility Vehicle არ ნიშნავს იმას, რომ მანქანა ყველგან მივა, თუმცა კი ძალიან უნდა, რომ ესეც შეეძლოს. X3-ები, Q5-ები და GLC-ები ამა ქვეყნისანი, ძალიან კარგად გამოიყურებიან, მაგრამ ვერ მივლენ იქ, სადაც, მაგალითად, Jeep Wrangler მიაღწევს. თანაც, ეს უკანასკნელი ყველგანმავლების ერთ-ერთი დიდი ბაბუაა.

Auto Bild

ცოტა ხნით 1940 წელში გადავინაცვლოთ: სანამ აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთვებოდა, ამერიკულ არმიას, რა თქმა უნდა, დასჭირდა პატარა ყველგანმავალი. კონკურსი კი Willys MB-მ
მოიგო - ეს იყო მსოფლიოში პირველი პატარა და მსუბუქი ყველგანმავალი.

დავბრუნდეთ 2015-ში და შევხვდეთ იმ ლეგენდარული Willys-ის ლეგიტიმურ შვილთაშვილს. ამერიკულ ავტომობილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ამერიკულით დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ - მაგრამ ვიცით, რომ Wrangler 100-პროცენტიანი ყველგანმავალია და არ გვეშინია. ვინც ამ მანქანაში მასაჟორ სავარძლებსა და ყველა მხრიდან პარკირების ასისტენტებს ელოდება, მწარედ შემცდარა. ამ მანქანას პირველ რიგში 27-სანტიმეტრიანი კლირენსი უნდა მოუწონო და შესაბამისი გამავლობა - მივა იქ, სადაც ჩვეულებრივი SUV-ები წაიფორხილებენ.

Auto Bild

სრული ამძრაობა? იმედია, ხუმრობთ. დიფერენციალის ბლოკირება? რა თქმა უნდა! ზეთის ავზი და ტრანსმისია ფოლადითაა დაცული.
Wrangler ძალიან რობუსტულია და გამავლობის ისეთი ნიჭი აქვს, ბარე ორს რომ შეშურდება.

აი, სწორ და კარგ გზაზე კი ამ რობუსტულობის ნაკლოვანებებიც ვლინდება - აბა როგორ გვინდა?! ხისტი ღერძი, ანუ გაუჭრელი ხიდი ასეთ დროს თავისას შვრება, ხოლო 5-საფეხურიანი ავტომატიკა კი, 2,8-ლიტრიანი ძრავის 200-ცხენისძალიან სიმძლავრეს დროდადრო დაგვიანებით იყენებს. ეს ლოგიკურიცაა და კიდევ ერთხელ მიგვახვედრებს, რომ Wrangler-ის სტიქია უგზოობაა და არა ავტობანი.

Auto Bild
Auto Bild

კომპლექტაცია მარტივია. სამაგიეროდ, სივრცის ნაკლებობას არ ვუჩივით - ოღონდ, ეს 4-კარიანი Unlimited ვერსიის შემთხვევაში, რომელიც არცისე იაფია (სადღაც 40 000 ევრომდე), აი, საბაზო ფასი კი დაახლოებით 32 000 ევროა.

ეს ჯიპი ნამდვილი კოვბოია. ყველგანმავალი და სანდო მეგობარია. კომფორტი და სიმძლავრე საკმარისი აქვს. მეტი არც სჭირდება.

Auto Bild

იხილეთ ვიდეო:



ასევე დაგაინტერესებთ:
მონსტრი ჯიპები ამერიკიდან (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


სრული სვლით ცუდ გზებზე - Jeep Cherokee Trailhawk
Auto Bild


ჯიპი ყოველი შემთხვევისთვის
Auto Bild


გრანდიოზული გრანდი
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად