ვეირონი გუშინ იყო, გაიცანით ახალი Bugatti Chiron!
ვეირონი გუშინ იყო, გაიცანით ახალი Bugatti Chiron!
01.03.2016
”ბუგატის” შეფი ვოლფგანგ დიურკჰაიმერი ამბობს, ამ ავტომობილმა ფიზიკის საზღვრები გადაწიაო. ”ბუგატის” შეფ-დიზაინერი ახიმ ანშაიდტი კი დასძენს: ”ამ მომენტს 10 წელი ველოდით. Chiron ერთდროულად ურჩულიცაა და მზეთუნახავიც!”

Auto Bild

ორივე მათგანი მართალია, რადგან ის, რაც მათ ჟენევის ავტოშოუზე წარმოადგინეს, ნამდვილად საუკეთესო ეპითეტებს იმსახურებს. იმიტომ, რომ ეს მართლაც გრანდიოზული ავტომობილია: ახალი Bugatti Chiron!

Auto Bild

სიმძლავრე? 1500 ცხენის ძალა! ბრუნის მაქსიმალური მომენტი? 1600 ნიუტონმეტრი! აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამზე ნაკლებ დროში!!! მაქსიმალური სიჩქარე? 420 კმ/სთ. და უნდა გითხრათ, რომ ასეთ მონაცემებს სხვა
ვერცერთ სუპერსპორტულ ავტომობილში ვერ ნახავთ!

Auto Bild

ძირითადად კარბონისგან და ალუმინისგან დამზადებულ კუპეს წინ 8 სახასიათო LED-მაშუქი აქვს, მისი უმთავრესი ღირსება კი მაინც ძრავაა: 16-ცილინდრიანი მონსტრი აგრეგატი, რომელიც სავარძლების უკანაა ჩადგმული. Bugatti Chiron, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობით იწარმოება. ძრავის მოცულობა 8 ლიტრია, 4 ტურბოდამბერი ემსახურება და მაქსიმალური აქსელერაციის დროს იმდენ საწვავს მოიხმარს, რომ თუ მაქსიმუმით ივლი, 100-ლიტრიანი ავზი 8 წუთში დაიცლება. ”ბუგატის” ჯერ არ უთქვამს, რამდენია საწვავის საშუალო ხარჯი ჩვეულებრივ რეჟიმში, მაგრამ განა ეს ვინმეს აინტერესებს?

Auto Bild
Auto Bild

რამდენადაც ექსტრემალურია თითქმის 2-ტონიანი Chiron-ის მონაცემები, იმდენად ექსტრემალურია მისი ფასიც. ჯერ მარტო შეკვეთის
დროს 200 000 ევრო უნდა გადაიხადო, მერე კი, ხელით შექმნილ ავტომობილს დაახლოებით ნახევარ წელიწადში რომ ჩაგაბარებენ, ფასი მინიმუმ 2,86 მილიონ ევრომდე აიწევს. სწორედ ეს არის ახალი ”ბუგატის” მინიმალური ფასი.

Auto Bild

მიუხედავად ამისა, 4,54 მეტრი სიგრძისა და 2 მეტრზე ოდნავ მეტი სიგანის მქონე მანქანას უკვე რიგები დაუდგა. ”ბუგატის” ინფორმაციით, წინასწარ 500 ეგზემპლარის შექმნა დაიგეგმა და აქედან ერთი მესამედი უკვე გაყიდულია! სუპერ-ავტომობილის პირველ ეგზემპლარებს, რომელსაც სახელწოდება Chiron ცნობილი ავტომრბოლის, ლუი შირონის პატივსაცემად დაარქვეს, ბედნიერი მფლობელები შემოდგომაზე მიიღებენ.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

ასევე იხილეთ:
1500 კილომეტრი ბუგატით
Auto Bild


შეიხების უძვირფასესი მანქანები (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


ვემშვიდობებით ბუგატი ვეირონს!
Auto Bild


2000-ცხენისძალიანი დუელი: ფერარიმ ბუგატის გაასწრო! (+VIDEO)
Auto Bild


მესის, რონალდოს და სხვა ვარსკვლავების მანქანები
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად