გრძელი ნივის ახალი ვერსია
გრძელი ნივის ახალი ვერსია
28.03.2016
”ავტოვაზმა” 5-კარიანი ”ნივის” ახალი ვერსია წარმოადგინა. მართალია, ”ნივას” ახლა სხვა სახელი აქვს, კერძოდ Lada 4x4, მაგრამ მაინც ყველა ”ნივად” მოიხსენიებს. ეს კი 5-კარიანი მოდელის ახალი, როგორც რუსები უწოდებენ, განსაკუთრებული ვერსიაა - Lada 4x4 Urban. ტერმინში Urban ის იგულისხმება, რომ ეს ”ნივა” საქალაქო ვერსიაა. რუსეთში ამ ავტომობილის ფასი დაახლოებით 8 500 დოლარია.

Auto Bild

როგორც ”ავტოვაზში” აცხადებენ, ”ნივის” Urban-ვერსიები ქალაქში სტანდარტულ ვერსიაზე კომფორტულია. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს გაუმჯობესებული აქვს ვიბრო და ხმაურ-იზოლაცია, აღჭურვილია 16-დუიმიანი დისკებით და უფრო კომფორტული სავარძლებით. გარდა ამისა,
”ნივის” Urban-ვერსიას საბაზო კომპლექტაციაში მოყვება კონდიციონერი, ელ. შუშები და ელ. სარკეები გათბობის ფუნქციით.

Auto Bild

სხვამხრივ, 5-კარიანი Urban სტანდარტული ვერსიისგან არაფრით განსხვავდება. მასაც 1,7-ლიტრიანი ძრავა აქვს - 83 ცხენის ძალით და 129-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. გადაცემათა კოლოფი კი კვლავ 5-საფეხურიანი მექანიკაა. რა თქმა უნდა, ადგილზეა სრული ამძრაობაც და კარგი გამავლობისთვის საჭირო ყველა ფუნქცია, რაც სტანდარტულ ”ნივასაც” (პარდონ, Lada 4x4-ს) აქვს.

ასევე იხილეთ:
რუსული პატარა ”ტანკი” და ნივა - შეხვედრა მთაში
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რუსეთი VS ამერიკა - 2015 წლის ავტოგაყიდვებით
Auto Bild


რუსული სუპერქარი? მხოლოდ სიზმარში!
Auto Bild


უცნობი რუსული ავტომობილები
Auto Bild


რუსული ტიუნინგის
”მარგალიტები”

Auto Bild


რას წერენ გერმანელები ახალ ნივაზე
Auto Bild


ახალი რუსული მანქანა: რის მაქნისია ეს ლადა?
Auto Bild


როგორი მანქანები უყვარს პუტინს?
Auto Bild


ქალი და მანქანა საბჭოთა კავშირში
Auto Bild


რუსი გოგონები ცუდი გზების წინააღმდეგ (+ VIDEO)
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად