5. Toyota Land Cruiser
”ეს ავტომობილი საკმაოდ ძვირია, მაგრამ დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგიძლებთ და საიმედოდ მოგემსახურებათ, - წერს TopGear, - საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს საიმისოდ, თუ რატომ იყენებენ ”ლენდ კრუიზერებს” ასე თამამად მსოფლიოს ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილებში.”
4. Mercedes G 350 d
”როლინგ სტოუნზელ” კით რიჩარდსთან ერთად, ეს ალბათ ერთადერთი რამ არის დედამიწაზე, რომელსაც ატომური ომიც კი ვერაფერს დააკლებს, - ვკითხულობთ TopGear-ის ვებგვერდზე. G
3. Dacia/Renault Duster SCe 115 4x4
გაგიკვირდათ? კარგი ყველგანმავლები მხოლოდ მდიდრებისთვის როდი იქმნება? ”დასტერი” მსოფლიოში ყველაზე იაფი სრულამძრავიანი SUV და რეალურად ხეირიანი ყველგანმავალია. მართალია, თანამედროვე დროს მაგრად ჩამორჩება, მაგრამ ნამდვილად არ არის ცუდი ყველგანმავალი. გამავლობა მართლაც კარგი აქვს, სხვა მხრივ კი, რასაც ამ მანქანაში მოისაკლისებთ, ძალიან დაბალი ფასით კომპენსირდება. მხოლოდ 15 000 ევრო!
2. Land Rover Defender 90 Station Wagon
გამოცდილი, მუშა ცხენი ”ლენდ როვერის” საჯინიბოდან. ამ ლეგენდარული ბრიტანული ყველგანმავლის წარმოება 2016 წლის დასაწყისში კი შეწყდა, მაგრამ მეორადი ავტომობილების ბაზარზე ”დეფენდერები”, რა თქმა უნდა, არსებობს და კიდევ ძალიან დიდხანს იარსებებს. და საერთოდ, ეს არის საკულტო ავტომობილი, რომლის შეცვლა, ფაქტობრივად შეუძლებელია.
1. Land Rover Discovery 3.0 SDV6
ახალი მოდელის გამოშვებისას Discovery სულ უფრო და უფრო უკეთესი ავტომობილი ხდება. აქტუალური, მეოთხე თაობა შვიდი ადგილით, გრანდიოზული ოფროუდ-შესაძლებლობებით, შესანიშნავი კომფორტით და უნაკლო მდიდრულობით გამოირჩევა. Disco 3.0 SDV6 - ეს არის ”ლენდ როვერი” ისეთი ადამიანებისთვის, ფიქრი რომ უყვართ...
ასევე იხილეთ:
2016 წლის საუკეთესო 4x4 ავტომობილები
ავტომობილის 10 საუკეთესო ინტერიერი ამერიკელების აზრით
ახალი რეკორდი: ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი მსოფლიოში (+ VIDEO)
40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
თბილისის ავტომუზეუმის ანტიკვარები
25 საუკეთესო გზა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის
გერმანული საცხოვრებელი მანქანები
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
მონსტრი ჯიპები ამერიკიდან
”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები